წვნიანი ველური ნივრით, რომელიც ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს

323

ღანძილი ბაზარში უკვე შეგიძლიათ ნახოთ. მას ველურ ნიორსაც უწოდებენ. გაზაფხულზე საჭირო პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს. ზოგიერთ ქვეყანაში შესულია წითელ წიგნში (მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, რომელიც გადაშენების პირასაა, ამიტომ გაფრთხილება სჭირდებათ).

აღსანიშნავია, რომ წითელ წიგნში შესული ყველა ცხოველი და მცენარე იშვიათი წარმომადგენელი არაა. არსებობს რამდენიმე კატეგორია, რომლის მიხედვითაც მათი დაყოფა ხდება: მოწყვლადი, გაქრობის პირას, არასაკმარისად ცნობილი, შეუფასებელი და იშვიათი. ღანძილს შეუფასებლის სტატუსი აქვს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ გადაშენების პირასაა.

და მაინც, გირჩევთ ღანძილი სანდო გამყიდველებთან შეიძინოთ, რომელიც არა ტყეში შეგროვებულს, არამედ ნაკვეთზე გაზრდილ მცენარეს ყიდის. არასწორ ადგილას მოჭრით ადრე თუ გვიან ნებისმიერი სახეობა შეიძლება გაქრეს. ღანძილი შეგიძლიათ თავად გაზარდოთ. თესლს უპრობლემოდ იყიდით. დამატებით, მცენარე მარტივი მოსავლელია.

ღანძილის სარგებელი და მომზადების მეთოდი

ღანძილი გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე და კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე დადებითად მოქმედებს. მცენარეში გვხვდება C, B1, B3, B6, B9, A, E, PP ვიტამინები, რკინა, კალიუმი, კალციუმი, ფთორი, გოგირდი, მანგანუმი, სელენი, სპილენძი, იოდი და თუთია. სწორედ ამიტომ, ძალიან სასარგებლოა მისი მირთმევა გაზაფხულზე, როცა ხშირად ვიტამინების დეფიციტს განვიცდით.

მცენარეს ხალხურ მედიცინაშიც გამოიყენებენ. მაგალითად, ოდესღაც მისი დახმარებით სურავანდს კურნავდნენ. მისგან ნაყენსა და წვენს ამზადებენ. შინაური ნიღბებისთვისაც იყენებენ. ალერგიაზე ტესტი აუცილებლად ჩაიტარეთ.

გარდა ამისა, ღანძილით სხვადასხვა კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. შეწვით, ჩაშუშეთ, მოხარშეთ, პეროგის ან ღვეზელის შიგთავსად გამოიყენეთ. დღეს ღანძილის კრემსუპის მომზადებას გასწავლით. ახალი ღანძილი სწორედ რომ შესაფერისია.

ინგრედიენტები:

  • 2-3 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1,3 ლ წყალი ან ბულიონი
  • 150-200 გ ღანძილი და ისპანახი
  • მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხახვი და კარტოფილი გაასუფთავეთ, დაჭერით, ზეითუნის ზეთში შეწვით. 1 ლ წყალი ან ბულიონი დაუმატეთ. შემდეგ კარტოფილი დაუმატეთ და 15 წუთით თავდახურული ხარშეთ.
  2. მწვანილები და 300 მლ წყალი ცალკე 5 წუთით მოხარშეთ. შემდეგ ბოსტნეულის ნარევს დაუმატეთ. რამდენიმე წუთით ერთად ხარშეთ. შემდეგ კარგად დააბლენდერეთ. მზადაა!