წვნიანი და ნაზი ტორტის რეცეპტი, რომელიც პირში ლღვება

5808

გასაოცარი ტორტი, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. გაახარეთ ოჯახის წევრები!

ინგრედიენტები

  • შაქარი 200გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • ფქვილი 200გ
  • ნაღები 200მლ 10%
  • რძე 250მლ
  • გახეხილი ქოქოსი 200გ
  • კარაქი 150გ
  • შაქარი 150გ

მომზადება

  1. კვერცხი ჩატეხეთ ჯამში, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ 15 წუთი.
  2. ფქვილს დაუმატეთ კაკაო და შეაერთეთ ორივე მასა, მოურიეთ ნიჩბით.
  3. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
  4. მზა კორჟი გააგრილეთ.
  5. აიღეთ ქვაბი, ჩაასხით რძე, მოათავსეთ კარაქი და შაქარი. მოატავსეთ ცეცხლზე და გაალღვეთ.
  6. დაუმატეთ გახეხილი ქოქოსი და მოურიეთ. ადუღების შემდეგ, მოხარშეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე.
  7. კორჟი გაყავით 2 ნაწილად, თითოეული დანამეთ ნაღებით.
  8. ერთ კორჟზე მოათავსეთ მთელი კრემი, გაათანაბრეთ, ზემოდან დააფარეთ მეორე კორჟი.
  9. გააფორმეთ გამღვალი და გახეხილი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!