წელიწადზე მეტია, მაღაზიაში პური არ შემიძენია. თურქული ბაზლამა კეფირზე გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა

2545

ბაზლამა – თურქული გამომცხვარი პური, რომელსაც თავის სამშობლოში ყველაზე ხშირად ჩაის ან ყავის დილის ულუფასთან ერთად მიირთმევენ. განსაკუთრებით გემრიელი ის კარაქთან და ხმელ ყველთან ერთად არის.

კლასიკური რეცეპტის მიხედვით, ბაზლამა საფუვრისგან და წყლისგან მზადდება. თუ თქვენ საფუვრის ცომთან ვერ მეგობრობთ, გთავაზობთ ალტერნატიულ რეცეპტს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც! საკუთარი ხელით მომზადებული ბაზლამა გაცილებით გემრიელი და, რაც მთავარია, სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიების დახლებზე შემოთავაზებული პროდუქტები, რომელთა დასამზადებლად ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნე არაერთი ნივთიერება გამოიყენება.

როგორ მოვამზადოთ ძალიან გემრიელი ბაზლამა ტაფაზე

ყველაზე დიდი პლუსი სწორედ ის ფაქტია, რომ უგემრიელესი თურქული პურის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ახლა კი გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ ბაზლამა საკუთარი ხელით სწრაფად და მარტივად, საფუვრის გარეშე.

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 250 მლ კეფირი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა

მომზადება:

1. შესაბამისი ზომის ჭურჭელში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი და სოდა.

2. დაასხით მოცემული რაოდენობით კეფირი და შეუდექით ცომის ამოყვანას. კეფირის კონსისტენციიდან გამომდინარე, ის შეიძლება ოდნავ მეტი ან ნაკლები დაგვჭირდეს. მთავარია, მიღებული ცომი იყოს რბილი და ფაფუკი.

3. ცომი ხელებზე რომ არ მიგეწებოთ, წინასწარ ძალიან ცოტა მცენარეული ზეთი წაისვით.

4. როდესაც ცომს ამოიყვანთ და ხელებით კარგად დაამუშავებთ, სულ 10 წუთით დააყოვნეთ ის მაცივარში.

5. მზა ცომი დაყავით 5 თანაბარ ნაწილად. თითოელი ბურთი კარგად გააბრტყელეთ.

6. ჩანგლით რამდენიმე ადგილას კარგად დაჩხვლიტეთ ის. პარალელურად, შეუდექით ტაფის გაცხელებას.

7. საშუალო ცეცხლზე შეწვით ბაზლამა კარგად ორივე მხრიდან, სანამ მოოქროსფრო შეფერილობას არ მიიღებს. ტაფისთვის ზეთის გამოყენება არ დაგჭირდებათ. უკვე მომზადებულ ბაზლამას შეგიძლიათ მცირეოდენი კარაქიც შეაზილოთ.

უგემრიელესი თურქული პური კეფირზე მზად არის! ახლა შეგიძლიათ გასინჯოთ და დატკბეთ თქვენი ნამუშევრით.