წასახემსებელი ლავაშის რულეტები და შიგთავსის 12 რეცეპტი. ჭამა და მომზადება ერთი სიამოვნებაა

1101

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ წასახემსებელ ლავაშის რულეტებს 12 სხვადასხვა შიგთავსით. 15 წუთში მზადდება და სუფრიდან წამებში ქრება!

ლავაშის რულეტი ღუმელში გამომცხვარი

ინგრედიენტები:

  • 4 ლავაში
  • 1 კგ ხორცის ფარში
  • 400 გრ ხმელი ყველი
  • 3 კვერცხი
  • 8 პომიდორი
  • ახალი მწვანილი, მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

ფარში ტაფაზე მომზადებამდე შეწვით. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. პომიდორი რგოლებად დაჭერით. ლავაშის ფურცელზე გაგრილებული ფარში, გახეხილი ყველი, პომიდორი გადაიტანეთ. დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ. ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე რულეტები გადაიტანეთ. ათქვეფილი კვერცხი ყველა მხარეს კარგად წაუსვით. დარჩენილი კვერცხის მასა რულეტს დაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ. სრულად გაგრილებული რულეტი პორციებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

გემრიელი შიგთავსი ლავაშისთვის

  1. 1 ქილა თევზის კონსერვი საკუთარ წვენში ჩანგლით დაჭყლიტეთ. 200 გრ გახეხილი ხმელი ყველი, კამა და მაიონეზი დაუმატეთ. ლავაში დაახვიეთ და 10-15 წუთით გასაჟღენთად გააჩერეთ.
  2. 350 გრ მოხარშული ქათმის ფილე თხელ ნაჭრებად დაჭერით. მსხვილ სახეხზე გახეხილი 2 შეფუთვა მდნარი ყველი დაუმატეთ. ნემისმიერი მწვანილი დაუმატეთ. 3 კარტოფილი მოხარშეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მაიონეზი, ხახვი, მწვანილი და კუბებად დაჭრილი ნაკლებად მარილიანი ქაშაყი დაუმატეთ.
  3. 200 გრ ხაჭო 2 ს/კ არაჟანი და მწვანილი კამა აურიეთ. 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ. გემოვნებით მარილი მოაყარეთ.
  4. 200 გრ მოხარშული ლობიო ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 1 დიდი ხახვი კუბებად დაჭერით და კარაქზე შეწვით. ლობიო, შემწვარი ხახვი და 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი აურიეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ და ნახევარი ჩაის კოვზი სანელებელი „ხმელი სუნელი“ დაუმატეთ.
  5. 250 გრ კიბორჩხალის ჩხირები და 1 ახალი კიტრი კუბებად დაჭერით. 2 კვერცხი მოხარშეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მაიონეზს აურიეთ და მარილი და ნებისმიერი მწვანილი გემოვნებით დაუმატეთ.
  6. 200 გრ ლორი და 200 გრ ხმელი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. 2 კიტრი თხელ ზოლებად დაჭერით. ლავაშს მაიონეზი წაუსვით და ლორი, ყველი, კიტრი ფენებად დააწყვეთ.
  7. 1 ახალი სტაფილო, 2 ახალი კიტრი გახეხეთ და მაიონეზს აურიეთ. პომიდორი ნახევარ რგოლებად დაჭერით. ლავაშზე სტაფილო–კიტრის ნარევი მოათავსეთ, ზემოდან პომიდვრის ნაჭრები დაუმატეთ.
  8. ბადრიჯანი გათალეთ და 0,5 სმ სისქის ზოლებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ და 20 წუთით გააჩერეთ, რომ სიმწარე გააქროთ. გამდინარე წყალში გარეცხეთ, ქაღალდით გაამშრალეთ და ორივე მხრიდან მცენარეულ ზეთში შეწვით. ლავაშის ფურცელზე შემწვარი ბადრიჯანი მოათავსეთ და არაჟანი წაუსვით. არაჟანზე ზემოდან რგოლებად დაჭრილი პომიდორი მოათავსეთ. სურვილის შემთხვევაში ნიორი დაუმატეთ.
  9. 3 მარილიანი კიტრი და 3 მოხარშული კარტოფილი გახეხეთ. ბოსტნეული შებოლილ ქათმის ფილეს, მწვანე ბარდას და მაიონეზს აურიეთ. 200 გრ სულგუნი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. 2 მოხარშული კვერცხი, კამა და ქინძი დაუმატეთ. შიგთავსი ლავაშის კონვერტში გაახვიეთ და ტაფაზე ან გრილზე შეწვით.
  10. 200 გრ ქამა სოკო ხახვთან ერთად მცენარეულ ზეთში შეწვით. გააგრილეთ და 100 გრ ხმელი ყველი და კამა დაუმატეთ.
  11. ლავაშს რბილი კარაქი წაუსვით. ზემოდან სალათის ფურცელი ან პეკინის კომბოსტო დააფინეთ. უახლოეს კიდეში ნახევარი ქილა დაკონსერვებული ორაგული მოათავსეთ, შუაში გახეხილი ყველი, შორეულ კუთხეში – დაჭრილი კიბორჩხალის ჩხირები.
  12. საუკეთესო საუზმე: ტკბილი ლავაშის რულეტი. შიგთავსის სახით რბილი ხაჭო და ნებისმიერი ხილი ან ჯემი გამოგადგებათ. ხრაშუნა რულეტის მისაღებად ორივე მხრიდან მშრალ ტაფაზე შეწვით.

გემრიელად მიირთვით!