ძალიან გემრიელი “საახალწლო მორი”

1624

დღეს ჩვენ გთავაზობთ საახალწლო მაგიდის ფავორიტ კერძს. ამ საოცარი კერძის მომზადება სულ, რაღაც 30 წუთში შეგიძლიათ, ხოლო შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ თქვენც და თქვენს სტუმრებსაც.

საქმის გასამარტივებლად იმისათვის, რომ არ მოგვიეიოს ცომთან მუშაობა და შემდეგ მისი გამოცხობა, ჩვენ გამოვიყენებთ ტოსტის რბილ პურს – ის ძალიან კარგად ინარჩუნებს ფორმას. დარწმუნებით გეუბნებით, რომ თქვენს მიერ მომზადებული ტორტი არ განიცდის დეფორმაცია, როგორც ეს პურის ნაცვლად ლავაშის გამოყენების შემთხვევაში ხდება.

შიგთავსი მორგებული თქვენს გემოვნებაზე: ლორი შეგიძლიათ შეცვალოთ სალიამთ, კონსერვირებული ტუნა კი ორაგულით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანილები, სალათის ფურცელი და ბოსტნეული.

ინგრედიენტები

  • ტოსტის პური 500გ
  • ნაღების ყველი 500გ
  • ლორი 250გ
  • სტაფილო 1 ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • მდნარი ყველი 200გ
  • მაიონეზი 200გ
  • ზეთისხილი 100გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.პურს მოაჭერით კუთხეები. საჭრელი დაფა შეფუთეთ საკვებისთვის ვარგისი პაკეტით, ხოლო პურის ნაჭრები ოდნავ გააბრტყელეთ, რათა უკეთ დაემსგავსოს კორჟს.

2.წაუსვით ნაღების ყველი, მოაყარეთ მარილი გემოვენბით. დაალაგეთ დაჭრილი ზეთისხილი და ლორის ნაჭრები. სტაფილი, მდნარი ყველი და ნიორი წვრილად გახეხეთ, მოურიეთ. მიღბული მასა თანაბრად მოათავსეთ ლორზე.

3.პაკეტის დახმარებით დაახვიეთ რულეტის მსგავსად. მოათავსეთ 1 საათით მაცივარში. მიღებულ რულეტს მოაჭერით მეოთხედი ნაწილი ცერად და მოათსვსეთ რულეტის გვერდით.

4.ზემოდან წაუსვით მაიონეზი, ჩანგლით კი მისი ზედაპირი დაამსგავსეთ ხისას. დეკორად გამოიყენეთ მწვანილი.

რჩევა. მოჭრილი კუთხეები დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფირფიტაზე. მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პროვანსული მცენარეები. ორცხობილები გამოაშრეთ 120 გრადუსზე, მომზადების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში და სუფებში.