ცომი ასეთი ჰაეროვანი არასდროს გამომსვლია. ფუნთუშა, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება

3827

მე გამოცდილი დიასახლისი ვარ, სხვადასხვა გემრიელი კერძების მომზადების მრავალწლიანი სტაჟით. ყველა ჩემი მეგობარი ყოველთვის აღტაცებული და გაოცებული რჩება იმ წარმატებული ექსპერიმენტებით, რომელთაც პირდაპირ ჩემს სამზარეულოში ვატარებ. წლების განმავლობაში ჩემი საფირმო, ძალიან გემრიელი ფუნთუშებისა და ორცხობილების მოსამზადებლად საფუვრის ცომს ვიყენებდი და მიღებული შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იაპონელი მცხობელების მარტივი ტექნიკის შესახებ შევიყტყვე, მივხვდი თუ რას ნიშნავს ნამდვილი, ღრუბელივით ჰაეროვანი ცომი.

„ტანჯონგი“ – მსუბუქი, ჰაეოროვანი ცომის ამოყვანის  იაპონური ტექნიკა, რომლითაც დამზადებული ფუნთუშები, პირდაპირი გაგებით, პირში დნება.

ინგრედიენტები:

  • რძე – 260 მლ;
  • შაქარი – 6 ს.კ.
  • მარილი – 1 ჩ.კ.
  • კარაქი – 3 ს.კ.
  • ხორბლის ფქვილი – 370 გრამი
  • მშრალი საფუარი – 7 გრამი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • დარიჩინი – 0,5 ჩ.კ.

მომზადება:

1. პირველ რიგში, მოვამზადოთ ე.წ. „ტანჯონგი“. თქვენთვის მოსახერხებელ, შესაფერისი ზომის ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში 100 მლ რძე და 20 გრამი ფქვილი. კარგად ზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. მუდმივი მორევის პირობოებში შეათბეთ ის საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. თქვენ უნდა მიიღოთ მასა, რომელიც თავისი კონსისტენციით პუდინგს მოგვაგონებს. მიეცით მას დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად.

2. პარალელურად უნდა შევუდგეთ საფუვრის ცომის მომზადებასაც. ამისათვის, მოცემული რაოდენობით საფუარი შეურიეთ დარჩენილ რძეში, დაამატეთ 2 ს.კ. შაქარი და დააყოვნეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

3. როდესაც ცომი ამოსვლას დაიწყებს, მოაბნიეთ მას ზემოდან დარჩენილი ფქვილი, დაამატეთ მარილი  და კარგად ამოურიეთ. ამის შემდეგ ჩაამატეთ ცომში კვერცხი და „ტანჯონგი“, რომელიც წინასწარ მოვამზადეთ.

4. კარგად თქვიფეთ მიღებული მასა მიქსერის გამოყენებით 5 წუთის განმავლობაში. თუ მიქსერი არ გაქვთ, შეგიძლიათ საკუთარი ხელით იგივეს გაკეთება, თუმცა, რასაკვირველია, ამაზე გაცილებით დიდი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ. კარგად გადარეულ მასაში ჩაამატეთ 1 ს.კ. კარაქი და განაგრძეთ მისი ზელვა ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. უგემრიელესი ფუნთუშების მოსამზადებელი ცომი ძალიან ელასტიური და რბილი უნდა გამოვიდეს.

5. აიღეთ სასურველი ჭურჭელი, დაამუშავეთ მისი კედლები მცირეოდენი ზეთით და დააყოვნეთ მასში ცომი დაახლოებით 80-90 წუთით. ამ დროში ის ზომაში დაახლოებით 2-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.

6. სანამ ცომი საჭირო ზომამდე გაფუვდება, შეურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და შაქარი. უშუალოდ ფუნთუშების ფორმირების დაწყების წინ გაალღვეთ 2 ს.კ. კარაქი წყლის აბაზანაზე. ახლა დროა, ყველაზე საინტერესო პროცესს შევუდგეთ.

7. აიღეთ მიღებული ცომი და და გააბრტყელეთ საშუალო სისქემდე. დაჭერით ის 8 თანაბარ ნაწილად და თითოელი ნაჭრისგან შეკარით პატარა ბურთი.

8. ახლა მათი გაბრტყელების დროა. მიეცით თითოეულ ბურთს ოვალის ფორმა, შეაზილეთ გამღვალი კარაქი, მობანიეთ ზემოდან შაქრისა და დარიჩინის ნარევი და მიეცით ფორმა შემდეგნაირად: პირველ რიგში, ოვალურად გაბრტყელებულ ცომს გადმოუკეცეთ გვერდები, კიდევ ერთხელ გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი და თითოეული ნაჭრისგან დაახვიეთ რულეტი. შეფუთეთ ისინი თბილად და დატოვეთ გარკვეული დროით.

9. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, როდესაც რულეტები კიდევ უფრო გაფუვდება, შეაზილეთ მას ზემოდან კვერცხში და მოათავსეთ წინასწარ 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

საოცრად ჰაეროვანი ფუნთუშა, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება, მზად არის! თითოეული მეგობარი, თქვენი შვილები და ოჯახის წევრები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებიან, როდესაც ამ საოცრად გემრიელი ტკბილეულს გასინჯავენ. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის ისეთივე სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. გისურვებთ ბედნიერებას!