საოცარი ფუნთუშის რეცეპტი წვნიანი კომბოსტოს შიგთავსით.
ცომს მოვამზადებთ საფუარის გარეშე, ამიტომაც ძალიან წრაფად მომზადდება.
ეს ღვეზელი ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ. მისი მომზადება თითქმის ყოველდღე მიწევს.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 500გ
- კეფირი 250გ
- კარაქი 50გ
- კვერცხი 1 ცალი
- საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
შიგთავსისთვის
- კომბოსტო 350გ
- ხახვი 150გ
- სტაფილო 220გ
- მარილი 1/2 ჩაის კოვზი
- შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
- წითელი წიწაკა 1/2 ჩაის კოვზი
დამატებით
- სეზამის მარცვლები
- კვერცხი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
- მოვამზადოთ ცომი.
- დიდ ჯამში ჩაასხით კეფირი და დაუმატეთ გამღვალი კარაქი.
- ჩატეხეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და კარგად მოურიეთ.
- სოდას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ნელ-ნელა დაუმატეთ მტავარ მასას.
- მოზილეთ ცომი, დააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ 15-20 წუთი.
- სანამ ცომი ისვენებს მოვამზადოთ შიგთავსი.
- ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილოგახეხეთ მსხვილად, კომბოსტო დაჭერით წვრილად და გრძლად.
- გაახურეთ ტაფა და ზეთი.
- შეწვით ხახვი, დაუმატეთ სტაფილო და კარგად მოურიეთ.
- შემდეგ დაუმატეთ კომბოტო და მოურიეთ, შეწვით დარბილებამდე.
- ბოლოს დაუმატეთ მარილი, შავი და წითელი წიწაკა.
- კარგად მოურიეთ, დააფარეთ თავზე და მოთუშეთ 3-4 წუთი.
- შიგთავსი მზად არის.
- მოსული ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად (მე გამომივიდა 22 ნაწილი).
- თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ძალიან თხლად.
- ერთ კუთხეში მოათავსეთ შიგთავსი, სეუკეცეთ გვერდები და დაახვიეთ.
- მზა ხვეულები მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
- წაუსვით კვერცი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15-18 წუთი.
გემრიელად მიირთვით!