ცნობილი კონდიტერი ტორტების ჩანაცვლებას მარტივი დესერტებით გვირჩევს, რომელთაც ცხობა არ სჭირდებათ

662

დღეს სტაფილოსა და ხაჭოს ნამცხვარს მოვამზადებთ. ძალიან საინტერესო დესერტია, რომლის მომზადებასაც უმარტივესი პროდუქტები სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 4 სტაფილო
  • 150გ ფორთოხლის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი
  • მარილი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 25გ ჟელატინი
  • 300გ ხაჭო
  • 100გ არაჟანი 20%
  • 30გ ყაყაჩო
  • 5 წვეთი ვანილის ესენცია

მომზადება

1.აიღეთ 2 ჭიქადა მასში ჩაყარეთ ჟელატინი (წრთში 10გ, მეორეში 15გ). 10გ დაუმატეთ 50გ წყალი, ხოლო 15გდაუმატეთ 100გ წყალი. მოურიეთ. 30გ ყაყაჩოს მოასხით ცხელი წყალი. ფორთოხლის ქერქსაც მოასხით ცხელი წყალი. გამოწურეთ ფორთოხალი.

 

2.გაასუფთავეთ და მოხარშეთ სტაფილო. დააბლენდერეთ და აქციეთ პიურედ. დაქუცმაცებულ სტაფილოს დაუმატეთ მარილი, თაფლი და ფორთოხლის ქერქი. ბოლოს მოასხით ფორთოხლის წვენი და კარგად მოურიეთ.

3.თაფლთან და არაჟანთან ერთად ათქვიფეთ ხაჭო. ისევ დააბლენდერეთ მასა. მოათავსეთ ღრმა ჯამში და მოაყარეთ ყაყაჩო. სურნელისთვის დაუმატეთ ვანილი. მოურიეთ მასას.

4.ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. ჭიქებში მოთავსებული ჟელატინები გაალღვეთ. 15გ ჟელატინი დაუმატეთ სტაფილოს ფენას, 10გ ჟელატინი კი ხაჭოს. რიგ-რიგობით მოათავსეთ 3 სუფრის კოვზი ხაჭოს მასა და შემდეგ სტაფილოს მასა. მთავარია ერთმანეთს არ შეერიოს. დარჩენილი სტაფილოს მასა გადაანაწილეთ ზედაპირზე. თითქმის მზა დესერტი შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!