ცივი შოკოლადის ტორტი ცხობის , კვერცხისა და ზეთის გარეშე

890

როცა გარეთ ძალიან ცხელა, ღუმელის ჩართვა კარგი იდეაა არ არის. ამიტომაც უნდა მოვამზადოთ გრილი დესერტი. ნამცხვარი არაჯნით, შოკოლადით და შედედებული რძით ცხობის გარეშე.

ამ დესერტში ძალიან ფერადი და მრავალფეროვანი გემოები იქნება.

ინგრედიენტები კორჟისთვის

  • 120გ ორცხობილა
  • 350გ შედედებული რძე
  • 30გ თეთრი შოკოლადი
  • 20გ ქლიავი
  • 30გ ნიგოზი
  • 20გ ხმელი მოცვი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 200გ 20% არაჟანი
  • 100მლ რძე
  • 5გ ჟელატინი
  • 40გ შაქრის ფხვნილი
  • 15გ კაკაო
  • 30გ შავი შოკოლადი

დეკორი

  • გახეხილი შოკოლადი

მომზადება

1.დაფხვენით ორცხობილა, დაუმატეთ დაჭრილი ქლიავი, მოცვი, ნიგოზი და შოკოლადი.

2.დაუმატეთ მოხარშული შედედებული რძე. ისევ მოურიეთ. მოამზადეთ მგვალი ფორმა, ამოფინეთ ქაღალდით და ამოავსეთ შიგთავსით.

3.ცალკე ჯამში მოათავსეთ არაჟანი, შაქრის ფხვნილი, კაკაო და შოკოლადი. კარგად მოურიეთ.

4.ჟელატინი გაალღვეთ რძეში. დაელოდეთ მის გალღვობას, რძიანი მასა შეურიეთ არაჟნის მასას და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა მოასხით კორჟს. ტორტი მოათავსეთ მაცივარში.

5.2 საათის შემდეგ შეგიძლიათგადმოიტანოთ ფორმიდან და მოაყაროთ შოკოლადი. ისევ მოათავსეთ მაცივარში 7 საათი.

როგორც ხედავთ ამ დესერტის მომზადება უმარტივესია. მე ძალიან ხშირად ვამზადებ, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ.

გემრიელად მიირთვით!