ცივი სირნიკები შოკოლადის შიგთავსით

1084

რა გახსენდენდებათ პირველი, როდესაც სიტყვა “ხაჭო” გესმით? რა თქმა უნდა სირნიკები! მათი მომზადება ძალიან ადვილია და არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა.

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. შაქრის პუდრი
  • 30 გრ კარაქი
  • 3 ც კვერცხი
  • 250 გრ ცხიმიანი ხაჭო
  • 1 ც ფორთოხალი
  • 150 გრ შავი შოკოლადი
  • 5-7 ს.კ. ფქვილი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი 

  1. ხაჭო გაწურეთ და ათქვიფეთ კვერცხთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ 2 ს.კ. ფქვილი, შაქრის პუდრი. კარგად ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია.
  2. კარგად გააცხელეთ მცენარეული ზეთი ტაფაზე. მაცივრიდან გამოდგით ხაჭოს ნაზავი და მიეცით სქელი ძეხვის ფორმა, შემდეგ კი დაჭერით 2 სმ სისქის რგოლებად.
  3. სირნიკები ორივე მხარეს შეწვით, რომ მიიღოს ოქროს ფერი. შემწვარი სირნიკები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და აცადეთ გაცივება, შემდეგ კი შედგით მაცივარში 2-3 საათით.
  4. შიგთავსის მოსამზადებლად დაადნეთ ორთქლზე შოკოლადი თანდათან დაუმატეთ  კარაქი, ფორთოხლის წვენი და მოურიეთ. ნაზავი როგორც კი შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და თბილი წყლის ორთქლზე გადაიტანეთ.
  5. გაცივებული სირნიკები გაჭერით სისქით ორ თანაბარ ნაწილად, ერთზე სქლად წაუსვით შოკოლადის ნაზავი და ზემოდან სირნიკის მეორე ნაჭერი დაადეთ. გამასპინძლებამდე დესერტს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!