ჩემი ფავორიტი “კიევური” ტორტი

1031

ახლა მაღაზიებში უამრავი სახის დესერტის შეძენა შეიძლება. ჩიზქეიქი, ტირამისუ და უამრავი სხვა ნაცნობი დესერტი. მე ყოველთვის მერჩივნა სახლში მომზადებული დესერტი და კერძები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილები ნატურალურს ჭამენ.

ჩემი ფავორიტია კიევური ტორტი, რომლის მომზადებაც დედამ ბავშვობაშივე მასწავლა. სადღესასწაულოდ ხშირად ვამზადებ ამ დესერტს, სტუმრებს ძალიან მოსწონთ.

ინგრედიენტები

  • ნუში 150გ
  • ხორბლის ფქვილი 40გ
  • ვანილი 40გ
  • კვერცხის ცილა 200მლ
  • შაქარი 200გ
  • კარაქი 250გ
  • კვერცხის გული 4 ცალი
  • შაქარის ფხვნილი 200გ
  • რძე 150მლ
  • კაკაო 150გ
  • კონიაკი 2 სუფრის კოვზი
  • საკვები საღებავი 1გ

მომზადება

1.მოხალეთ ნუში. ჩაყარეთ ნაჭრის ყომარაში და აანჯღრიეთ, რათა მოშორდეს გარეკანი.

2.ათქვიფეთ ცილა შაქართან ერთად.

3.დააქუცმაცეთ ნიგოზი და ცოტა ტორტის დეკორისთვის გადაინახეთ. დარჩენილი ნიგოზს დაუმატეთ ფქვილი და ვანილი. ეს მასა კი ცილის მასას დაუმატეთ.

4.გამოსაცხობ ფორმაშ ჩააფინეთ პერგამენტი. ცილის მასა მასში ტანაბრად გადაანაწილეთ, გამოაცხეთ ფირფიტები 2 საათი 140 გრადუსზე. გაგრილების შემდეგ მოახსენით პერგამენტის ქაღალდი.

5.კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხის გული შაქრის ფხვნილთან და ცხელ რძესთან ერთად. მოათავსეთ კრემი წყლის აბაზანაზე.

6.ათქვიფეთ კარაქი. ფრთხილად დაუმატეთ გაგრილებული კრემი და კონიაკი. მასა გაყავით 2 ნაწილად, მეორე ნაწილს დაუმატეთ კაკაო და რძე.

7.2 სუფრის კოვზი თეთრი კრემი შეინახეთ დეკორისთვის. 2 სუფრის კოვზი კრემი დაუმატეთ ნაევარ შოკოლადის კრემს. ეს ყველაფერი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

8.კორჟს წაუსვით თეთრი კრემი. მოათავსეთ ზემოდან მეორე კორჟი და წაუსვით ნარევი კრემი. დარჩენილი თეთრი კრემი წაუსვით ტორტს მთლიანად.

9.დროა გავაფორმოთ დესერტი. გადადებული ნიგოზი მოაყარეთ გვერდებზე.

10.დარჩენილ თეთრ კრემს დაუმატეთ ბარდისფერი საღებავი, მეორე ნაწილს კი ცისფერი. დარჩენილი შოკოლადის კრემით და ამ ფერადი კრემებით მორთეთ დესერტი თქვენი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!