ჩემი საყვარელი ნამცხვარი, რომელსაც ბავშვობაში დედა ხშირად მიმზადებდა

1136

ასეთ ცომთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია. მისგან უამრავი დესერტის მომზადება შეიძლება. ეს რეცეპტი ძველ კულინარიულ წიგნში მოვძებნე, გემო ეგრევე მეცნო, დედა მას ძალიან ხშირად მიმზადებდა ბავშვობაში.

ინგრედიენტები

  • მსხალი 700გ
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ხორბლის ფქვილი 1 ცალი
  • კვერცხი 3ცალი
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი და თხილი გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით მსხალი. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად.

2.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და დარიჩინი. მოურიეთ.

3.გამოსაცხობ ფორმაზე დაალაგეთ მსხალი და მოასხით ცომი.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!