ჩასასხმელი პეროგი ზეთისხილით და თევზის კონსერვით. იდეალური ვარიანტი სავახშმოდ

144

ახალგამომცხვარი ცომეული ყოველთვის წარმატებული იდეაა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ გამოაცხოთ სწრაფი ჩასასხმელი პეროგი ზეთისხილით და თევზის კონსერვით, რომელიც გემოთი და მომზადების სიმარტივით გაგაოცებთ.

შიგთავსის ინგრედიენტები აურიეთ, ცომი დაასხით და ღუმელში მოათავსეთ. ესეც ასე, შეუდარებელი ვახშამი დიდი ოჯახისთვის მზადაა. სწრაფი, გემრიელი და მარტივი!

როგორ გამოვაცხოთ ჩასასხმელი პეროგი ზეთისხილით

თუ თევზის მოყვარული არ ხართ, ხოლო არომატული პეროგის მომზადების სურვილი გაქვთ, კონსერვი სხვა ინგრედიენტით ჩაანაცვლეთ. 2 შეფუთვა მდნარი ყველი აიღეთ. მსხვილად გახეხეთ, მოხარშული კვერცხი და ზეთისხილი შეურიეთ. შესანიშნავი შიგთავსი პეროგისთვის მზადაა!

ინგრედიენტები:

  • 7 კვერცხი
  • 300 გ არაჟანი
  • 240 გ საირა
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 230 გ ხორბლის ფქვილი
  • ზეთისხილი გემოვნებით
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ შაქარი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ს/კ სეზამის თესლი

მომზადების წესი:

1. 3 კვერცხი მოხარშეთ. გააგრილეთ და გაფრქცვენით. კვერცხი მსხვილ კუბებად დაჭერით. მწვანე ხახვი გარეცხეთ, გაამშრალეთ და წვრილად დაჭერით.

2. თევზის კონსერვიდან სითხე გადაასხით. ზეთისხილი რგოლებად დაჭერით. თევზს კვერცხი და მწვანე ხახვი დაუმატეთ. ზეთისხილი, მარილი და შავი წიწაკა მოაყარეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.

3. ცომი მოამზადეთ. ღრმა ჭურჭელში 3 კვერცხი, 0,25 ჩ/კ მარილი და შაქარი აურიეთ. 20%–იანი არაჟანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4. კვერცხი–არაჟნის ნარევს ხორბლის ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ერთიანი ცომი მოზილეთ. მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ და ისევ აურიეთ.

5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ ან ზეთი წაუსვით და ცოტა მანანის ბურღული მოაყარეთ. ცომის ნახევარი ფორმაში ჩაასხით.

6. ზემოდან თევზის შიგთავსი თანაბრად გაანაწილეთ. დარჩენილი ცომი ჩაასხით. კვერცხი და რძე ათქვეფეთ. მიღებული ნარევი პეროგს კულინარიული ფუნჯით წაუსვით.

7. ზეთისხილი რგოლებად დაჭერით. პეროგი მორთეთ და სეზამის თესლი მოაყარეთ. 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთი აცხვეთ. მზადაა!

პეროგს ოდნავ გაგრილება აცადეთ, შემდეგ სუფრაზე გაიტანეთ. ასეთი ცომეული ახლობლების წინ გაჭერით. საკმაოდ ეფექტური გამოვა. ოჯახის წევრები თქვენს ძალისხმევას დააფასებენ.