შოკოლადის ჩიზქეიქის მომზადების ინსტრუქცია მარწყვით, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

1637

ამ უგემრიელესი ჩიზქეიქის რეცეპტი გამიზიარა ჩემმა მეგობარმა, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია, რაც საკონდიტროში მუშაობს. მას არ სჭრიდება გამოცხობა, უბრალოდ აურიეთ ყველა ინგრედიენტი და შემდეგ გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით. ამ ჩიზქეიქს საღამოობით ვამზადებ, დილით კი ვაფორმებ და ვტკბები მისი სასიამოვნო არომატითა და გემოთი.

მარწყვის ჩიზქეიქი

დღეს ჩემთვის უსაყვარლესი შოკოლადის ჩიზქეიქის რეცეპტს თქვენც გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები დესერტისთვის

  • 200 გრ ორცხობილა
  • 100 გრ კარაქი
  • 400 გრ კრემ-ყველი
  • 350 მლ თეთრი კრემი (33%-იანი)
  • 150 გრ შაქრის პუდრი
  • 10 გრ ჟელატინი
  • 70 მლ წყალი
  • 100 გრ შოკოლადის პასტა

ინგრედიენტები ღვეზელის გასაფორმებლად 

  • 100-150 გრ მარწყვი
  • 100 გრ შოკოლადი
  • პიტნის ფოთლები

მომზადების წესი

1. ჩაყარეთ ჟელატინი წყალში და დაელოდეთ, სანამ გაღვივდება.

2. ბლენდერის მეშვეობით დაფქვით ორცხობილა ძალიან პატარა ნაწილებად.

3. გაადნეთ კარაქი, მოასხით დაფქულ ორცხობილას და კარგად მოურიეთ. მასა უნდა იყოს სველი ქვიშის მსგავსი და კარგად უნდა შეინარჩუნოს ფორმა.

გადაიტანეთ ორცხობილა საცხობ ფორმაზე და ხელით გაასწორეთ ზედაპირი. შემდეგ კი მოათავსეთ მაცივარში 30-60 წუთის განმავლობაში.

4. კარგად ათქვიფეთ თეთრი კრემი და ნახევარი შაქრის პუდრი.

5. ცალკე თასში ათქვიფეთ კრემ-ყველი დარჩენილ შაქართან ერთად და დაუმატეთ შოკოლადის პასტა.

6. გაღვივებული ჟელატინი გაათბეთ ღუმელში, მაგრამ არ მოადუღოთ. შემდეგ დაუმატეთ შოკოლადის პასტა და კრემ-ყველი და აურიეთ ყველაფერი მიქსერის მეშვეობით.

შოკოლადისა და ჟელატინის მასას შეურიეთ თეთრი კრემი და კარგად აურიეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე.

7. გამოდგით მაცივრიდან საცხობი ფორმა, ზედაპირზე წაუსვით კრემი და ირგვლივ თანაბრად გადაანაწილეთ. საცხობი ფორმა ისევ მოათავსეთ მაცივარში 4 საათით.

8. ჩიზქეიქის გასაფორმებლად გამოიყენეთ მარწყვი, შოკოლადი და პიტნა.

გარეცხეთ მარწყვი და შუაში გაჭერით. ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და გასაფორმებელი საკონდიტრო პაკეტით გააკეთეთ ზოლები ჩიზქეიქის ზედაპირზე. შემდეგ დაალაგეთ მარწყვი და პიტნის ფოთლები. ჩიზქეიქის გაფორმება თქვენივე გემოვნებითა და ფანტაზიით.

სულ ესაა, ჩიზქეიქი შოკოლადითა და მარწყვით მზადაა. გემრიელად მიირთვით!