შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით -სწრაფად და მარტივად

1570

ძალიან გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით, რომელიც მზადდება უმარტივესად.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • კაკაო 4 სუფრის კოვზი
  • კარაქი 200გ
  • შაქარი 100გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ხაჭო 500გ
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 3 ცალი
  • სახამებელი 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი 150გ
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. ფქვილი და კაკაო მოათავსეთ ჯამში.
  2. შაუმატეთ შაქარ, ვანილი და გამაფხვიერებელი.
  3. მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
  4. კარაქი დაჭერით კუბიკებად.
  5. კარაქი მოათავსეთ ფქვილის მასაში.
  6. ხელით გადაურიეთ.
  7. მოვამზადოთ შიგთავსი.
  8. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი.
  9. მოაყარეთ შაქარი და სახამებელი.
  10. შემდეგ დაუმატეთ ვანილი და დააბლენდერეთ.
  11. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
  12. ფქვილის და კარაქის (ნახევარი) მასა მოათავსეთ ფორმაში, დატკეპნეთ ხელით.
  13. ჩაასხით ხაჭოს მასა.
  14. ზემოდან მოათავსეთ ფქვილის და კარაქის მასა.
  15. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!