შოკოლადის ნამცხვარი მსხლით – ფქვილის გარეშე

780

ამ დესერტში ფქვილის ნაცვლად გამოვიყენებთ ტყის კენკრას და შავ შოკოლადს.

ინგრედიენტები

  • კარაქი 85გ + 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 85გ + 2 სუფრის კოვზი
  • შავი შოკოლადი 85გ
  • ბრენდი 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 3 ცალი
  • მოხალული, დაქუცმაცებული ნუში 85გ
  • მსხალი 4 ცალი
  • შაქარი ან კაკაო

მომზადება

  1. 25სმ გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. წაუსვით 1 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი, მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი.
  2. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
  3. გაალღვეთ შოკოლადი კარაქთან ერთად წყლის აბაზანაზე.
  4. კვერცხის ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ შოკოლადის მასას ნუშთან ერთად.
  5. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილა და შოკოლადის მასას ფრთხილად გადაურიეთ.
  6. ცომი გადაიტანეთ ფორმაში, გადაანაწილეთ მსხალი და გამოაცხვეთ 40 წუთი.
  7. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ამ კაკაო.

გემრიელად მიირთვით!