შოკოლადის მდელო – თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო დესერტია

1067

ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი ამ დესერტის მომზადებას.

ჩემი მოლოდინები თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გამართლდა.

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის

  • 8 კვერცხის ცილა
  • 60გ შაქრის ფხვნილი (მე გამოვიყენე წვრილი შაქარი)
  • 110გ წვრილად დაჭრილი ნუში
  • 110გ შაქრის ფხვნილი
  • 25გ ფქვილი

შოკოლადის მუსისთვის

  • 2 კვერცხის გული – 3 კვერცხის გული
  • 40მლ სიროპი (25გ შაქრისგან და 25მლ წყლისგან) 60მლ სიროპი (35გ შაქრისგან და 35მლ წყლისგან)
  • 80გ შოკოლადი – 120გ შოკოლადი
  • 150მლ ნაღები – 225მლ ნაღები

ვანილის კრემისთვის

  • 85მლ რძე – 125მლ რძე
  • 2 ღერო ვანილი
  • 20გ შაქარი – 30გ შაქარი
  • 2 კვერცხის გული – 3 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი სახამებელი – 1,5 ჩაის კოვზი სახამებელი
  • 1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი – 1,5 ჩაის შქარი
  • 15გ ჟელატინი
  • 100გ იტალიური მერენგი – 150გ იტალიური მერენგი
  • 100მლ ცხიმიანი ნაღები – 200მლ ცხიმიანი ნაღები

შოკოლადის მინანქრისთვის

  • 180გ შოკოლადი
  • 200მლ ნაღები ასათქვეფად
  • 40გ შაქარი
  • 40გ გლუკოზა
  • 30გ კარაქი

იტალიური მერენგისთვის

  • 5 ცილა
  • 250გ შაქარი
  • 60მლ წყალი

მართკუთხა ფორმა 35 x 11, სიმაღლე – 7,5სმ.

მომზადება

ბისკვიტის მომზადება:

1.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, რათა მიიღოთ მერენგი.

2.გაცერით ყველა მშრალი ინგრედიენტი და ფრთხილად დაუმატეთ ცილას. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20 წუთი.

შოკოლადის მუსის მომზადება:

3.ათქვიფეთ კვერცხის გული. შაქარი და წყალი მიიყვანეთ 120 გრადუსამდე, დაუმატეთ კვერცხის მასას და ურიეთ გაგრილებამდე.

4.გაალღვეთ შოკოლადი და დაუმატეთ კვერცხის მასას. ათქვიფეთ ნაღები და მოასხით კვერცხის მასას. გააგრილეთ.

მე მეტი მუსი მოვამზადე, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. საჭიროა ორმაგი პორცია.

ვანილის კრემის მომზადება:

5.ჟელატინი ჩაალბეთ წყალში და დაელოდეთ ამოფუებას. ვანილის ღეროებთან ერთად გააცხელეთ რძე.

6.ათქვიფეთ კვერცხის გული, შაქარი, სახამებელი და შაქრის ფხვნილი. ჩაასხით რძე ისე, რომ არ შეწყვოტოთ თქვეფა.

7.მასა მოათავსეთ ცეცხლზე და მოხარშეთ შესქელებამდე (განუწყვეტლივ ურიეთ). გაალღვეთ ჟელატინი და დაუმატეთ კრემს.

8.ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ კრემს იტალიურ მერენგთან ერთად. კარგად მოურიეთ. გააგრილეთ.

იტალიური მერენგის მომზადება:

9.წყლისა და შაქრისგან მოადუღეთ სიროპი. გააგრილეთ.

10.ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე. არ შეწყვიტოთ თქვეფა და ნელ-ნელა შეაერთეთ ეს ორი მასა.

შოკოლადის მინანქრის მომზადება:

11.შოკოლადი დატეხეთ. გააცხელეთ ნაღები შაქართან და გლუკოზასთან ერთად, მოასხით შოკოლადს.

12.ამოსული შოკოლადი და კარაქი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს. მინანქარი გააგრილეთ 40 გრადუსამდე.

აწყობა:

13.ფორმა ამოფინეთ პაკეტით ისე, რომ მის გვერდებს სიმაღლეში 5სმ გადაცდეს. საკონდიტრო ტომრით და მუსით მოხაზეთ ფორმის კონტური.

14.ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი მოათავსეთ შოკოლადის მუსსზე.

15.მუსით ამოავსეთ ცარიელი ადგილები.

16.პირველ ფენა ბისკვიტს ზემოდან წაუსვით ვანილის კრემი. დააფარეთ პაკეტი და გაყინეთ.

17.გადმოაბრუნეთ ტორტი ფრთხილად.

18.ტორტის ნახევარს მოაყარეთ კაკაო.

19.მეორე ნახევარი დაფარეთ შოკოლადის მინანქრით, ცენტრში მოათავსეთ ნიგოზი. გააგრილეთ დესერტი.

გემრიელად მიირთვით!