მსუბუქი და ნაზი, რომლსაც ხელის მოჭერისასაც გრძნობ თუ როგორ გამოდის ჰაერი და იმტვრევა ათობით ცომის ფენა, დიახ ეს ის კრუასანია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. მისგან მომზადებული პუდინგი თუ გაგისინჯავთ? და თუ ჯერ არ გაგისინჯავთ მაშინ ახლა სწორედ ის დროა ეს გემრიელობა აუცილებლად დააგემოვნოთ. აი მისი რეცეპტიც:
ინგრედიენტები:
- 3 ცალი შოკოლადის კრუასანი
- 90 გ შავი შოკოლადის ბურბუშელა
- 90 გ მშრალი ალუბალი ან მოცვი
- 300 მლ რძე
- 300 მლ ნაკლებცხიმიანი ნაღები
- 3 დიდი კვერცხი, ათქვეფილი
- 5 სუფრის კოვზი შაქარი
- 60 გ კარაქი, გამდნარი
- 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
ულუფა: 4
მომზადება: 15 წუთი+10 წუთი გასაჟღინთად
ცხობა: 30-35 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე.
- 1 ლ მოცულობის საცხობ ლანგარს წაუსვით კარაქს.
- შოკოლადის კრუასანები სიბრტყეზე, 1 სმ სისქეზე გაჭერით.
- ისე დაალაგეთ, რომ ლანგრის ზედაპირი დაიფაროს. მოაყარეთ შოკოლადის ბურბუშელა, მშრალი ალუბალი ან მოცვი.
- პატარა ქვაბით რძე და ნაღები დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ.
- საშუალო ზომის ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ნელა დაუმატეთ ცხელი რძის ნაზავი და გამდნარი კარაქი, ურიეთ, სანამ არ გაიქნება.
- დაუმატეთ ვანილი და დაასხით შოკოლადის კრუასანებს. 10 წუთი გასაჟღენთად დატოვეთ.
- აცხვეთ 30-35 წუთი, ან სანამ ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.
- სუფრაზე თბილი მიიტანეთ.