ეს რულეტის ძირითადი რეცეპტია. თუ გსურთ, შეგიძლიათ შოკოლადის კრემი ჩაანაცვლოთ 1 ფინჯანი (300 გ) მარწყვის, ალუბლის, ჟოლოს, გარგარის ჯემით ან ლიმონის კრემით.
ინგრედიენტები:
- 4 დიდი კვერცხი, ცილა და გული განცალკევებული
- 1 ფინჯანი (150 გ) შაქრის პუდრი; დამატებით – მოსაყრელად
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 1/3 ფინჯანი (50 გ) ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- 3 სუფრის კოვზი რომი
- 1 ფინჯანი თხილიანი შოკოლადის პასტა “ნუტელა”, დარბილებული
- 4 სუფრის კოვზი შავი შოკოლადი, გახეხილი
ულუფა: 6-10
მომზადება: 30 წუთი +2 საათი გასაცივებლად
ცხობა: 15-20 წუთი
დონე: 3
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე. (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4). 25×25 სმ ზომის რულეტის საცხობ ლანგარს კარაქი წაუსვით. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- კარგად ათქვიფეთ კვერცხის გულები, შაქრის პუდრი და ვანილი. შეურიეთ ფქვილი და სიმინდის სახამებელი.
- მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი სანამ არ გამკვრივდება. ფრთხილად შეურიეთ ბისკვიტის ცომს.
- მიღებული მასა გადაიტანეთ მომზადებულ საცხობ ლანგარზე.
- აცხვეთ 15-20 წუთი სანამ არ აფუვდება და ოქროსფერს მიიღებს.
- რულეტის გადასახვევად სუფთა ჩაის ტილოს მოაყარეთ შაქრის პუდრი, გადმოიღეთ ნამცხვარი ტილოზე, ქაღალდი მოაცალეთ და გვერდები ჩამოაჭერით. ნამცხვარი ტილოს დახმარებით გადაახვიეთ, დატოვეთ გაგრილებამდე.
- გახსენით ბისკვიტი, მოასხით რომი და შოკოლადის პასტა წაუსვით. ისევ გადაახვიეთ. რულეტი ფოლგაში გაახვიეთ. გააგრილეთ 2 საათი.
- გახსენით, ფოლგა მოაცილეთ და თეფშზე გადაიტანეთ.
- მოაყარეთ შაქრის პუდრი და გახეხილი შოკოლადი.
გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს მეგობრებს შესანიშნავი დესერტით.