შოკოლადის თაფლაკვერი ამ რეცეპტით ძალიან მარტივი მოსამზადებელია.
თაფლაკვერი შოკოლადის დამატებით, რბილი და ნაზია.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 500გ
- კაკაო 5 სუფრის კოვზი
- კვერცხის გული 1 ცალი
- შაქარი 200გ
- რძე 250მლ
- მცენარეული ზეთი 30მლ
- გამაფხვიერებელი 10გ
- სოდა 1/2 ჩაის კოვზი
მინანქრისთვის
- შაქრის ფხვნილი 100გ
- ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი
- კვერცხის ცილა
მომზადება
- შაქარი ჩაყარეთ ღრმა ჯამში.
- ჩაასხით თბილი რძე და მცენარეული ზეთი (სასურველია არომატის გარეშე).
- დაუმატეთ კვერცხის გული და მოურიეთ შაქარის გალღვობამდე.
- ფქვილს დაუმატეთ კაკაო.
- დაუმატეთ გამაფხვიერებელი და სოდა, მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
- გაცერით ფქვილის მასა და დაუმატეთ მთავარ მასას.
- მოურიეთ, მოზილეთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს წებოვანი.
- ცომი გადაიტანეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე.
- ცომისგან შექმენით რამდენიმე ძეხვი.
- თითოეული ძეხვი დაჭერით რამდენიმე ნაწილად.
- ცომის ნაწილები დაამრგვალეთ.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
- პერამენტზე მოათავსეთ ცომის ბურთულები და ოდნავ დააწექით ხელით.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.
- მზა თაფლაკვერი გააგრილეთ.
- სანამ ტაფლაკვერი გრილდება მოვამზადოთ მინანქარი.
- ჯამში მოათავსეთ კვერცხის ცილა და დაუმატეთ შაქარის ფხვნილი.
- მოასხით ლიმონის წვენი.
- ათქვიფეთ მიქსერით.
- თაფლაკვერებს მოასხით მინანქარი.
- დაელოდეთ მათ გაგრილებას.
გემრიელად მიირთვით!