შოკოლადის ეს სქელი მინანქარი თქვენს დესერტებს უფრო გემრიელს და განსაკუთრებულს გახდის

2490

შოკოლადის ეს გემრიელი მინანქარი შეგიძლიათ ტორტების, ნამცხვრების, ხრამუნების და ნებისმიერი დესერტის მოსართავად გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ფინჯანი (400 გ) შაქარი
  • 1 ფინჯანი ( 250 მლ) ცხიმიანი ნაღები; დამატებით 1-2 სუფრის კოვზი, საჭიროების მიხედვით
  • 250 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)

გამოდის: დაახლოებით 2 ფინჯანი (500 მლ) მინანქარი

მომზადება: 25 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. შაქარი და 250 მლ ნაღები ქვაბით საშუალო ცეცხლზე შემოდგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. შეურიეთ შოკოლადი.
  3. ისევ შემოდგით საშუალო ცეცხლზე და განაგრძეთ მინანქრის მომზადება. ნუ მოურევთ, სანამ ნაზავის ტემპერატურა 115 გრადუს არ მიაღწევს. გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. დაუმატეთ კარაქი და ვანილი, ოღონდ ჯერ ნუ მოურევთ. სანამ მორევას დაიწყებთ, 5 წუთით ადრე ქვაბი მოათავსეთ ცივწყლიან ფართო ქვაბში.
  5. თქვიფეთ ხის კოვზით, სანამ მინანქრის ბზინვარე ზედაპირი ჩვეულებრივი არ გახდება, 5-10 წუთი. მაშინვე შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ნაღები. ნუ დაელოდებით მინანქრის გაცივებას. 3-4 წუთი აცადეთ, სანამ რბილი და ადვილად წასასმელი არ გახდება. იმ შემთხვევაში, თუ მინანქარი მაგარია, თანდათანობით დაუმატეთ თითო-თითო ჩაის კოვზი ნაღები.