შინაურული ბაქლავა: საიმედო, გამოცდილი რეცეპტი

586

Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ბაქლავის გამოცდილ რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ. თქვენს ოჯახს შინაურული ბაქლავა არომატულ ჩაიზე მისაყოლებლად აუცილებლად მოეწონება. უბრალოდ პირში დნება!

ინგრედიენტები:

  • 350 გრ კარაქი
  • 300 გრ არაჟანი
  • 4 კვერცხი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 2,5 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა ნიგოზი
  • 2 ს/კ თაფლი

მომზადების წესი:

  1. ცომი მოამზადეთ. ფქვილი 300 გრ კარაქთან ერთად ნაფშვენის მიღებამდე დასრისეთ. 3 კვერცხის გული, არაჟანი და სოდა დაუმატეთ. ცომი მოზილეთ და მაცივარში 1 საათით გააჩერეთ.
  2. ერთ საათში მაცივრიდან ცომი გამოიღეთ და 4 თანაბარ ბურთად გაყავით.
  3. შიგთავსი მოამზადეთ: კაკალი დააბლენდერეთ ან საგორავით დააქუცმაცეთ. ფქვილის მიღება საჭირო არაა, ნამცეცები უნდა დარჩეს.
  4. 4 კვერცხის ცილა, შაქარი და კაკალი აურიეთ.
  5. ცომის თითოეული ბურთი ფქვილ მოყრილ ზედაპირზე თხლად გააბრტყელეთ.
  6. ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაზე ცომის ფირფიტა გადაიტანეთ, მასზე შიგთავსის ნაწილი თანაბრად გადაანაწილეთ. ზემოდან მეორე ფენა ცომი და შიგთავსი დაადეთ. ასე გააგრძელეთ მორიგეობით: ცომი–შიგთავსი. ბოლო ფენა ცომი უნდა იყოს.
  7. მიღებული ნამცხვარი რომბებად დაჭერით, კვერცხის გული წაუსვით და თითოეული რომბი კაკლით გააფორმეთ.
  8. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ.
  9. მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე გამოიღეთ, გამდნარი თაფლის და 50 გრ კარაქის ნარევი მოასხით. ღუმელში დააბრუნეთ და მომზადებამდე აცხვეთ.
  10. აღსანიშნავია, რომ საცხობი ფორმიდან მხოლოდ სრულად გაგრილებული ბაქლავა შეგიძლიათ გადმოიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიშლება. გემრიელად მიირთვით!