შვედური ნუშის ტორტი, რეცეპტი დამწყებებისთვის

177

ტორტი გამოდის ნაზი, ჰაეროვანი, გემრიელი და საოცრად არომატული.

ბავშვები გიჟდებიან ამ დესერტზე!

ინგრედიენტები კორჟისთვის

  • 4 ცილა
  • 100გ მოხალული ნუში
  • 3 სუფრის კოვზი მოხალული მზესუმზირა
  • მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 4 კვერცხის გული
  • 100გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 100მლ ნაღები 20%
  • 150გ რბილი კარაქი
  • 50გ ნუშის ფანტელი
  • მარილი

მომზადება

1.განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. უმჯობესია დესერტის მზადება კრემით დაიწყოთ. გულს დაუმატეთ მარილი, ვანილი. კარგად მოურიეთ. ქვაბში ჩაასხით ნაღები და დაუმატეთ შაქარი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და დაელოდეთ შაქრის გალღობას. არ წამოადუღოთ.

2.პატარა ულუფბად ჩაასხით ნაღები, ნელა მოურიეთ. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. მომზადების დრო დაახლოებით 5-7 წუთია. კრემი გადაიტანთ მოსახერხებელ ჭურჭელში და გააგრილეთ.

3.დააქუცმაცეთ ნუში და მზესუმზრია. მოაყარეთ 50გ შაქარი.

4.ცილას დაუმატეთ მარილი, ათქვიფეთ. დაუმატეთ 50გ შაქარი და მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ.

ნელ-ნელა დაუმატეთ ნუშის და მზესუმზირის მასა. ფრთხილად მოურიეთ ნიჩბით.

5.საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. ჩაასხით ცომი ფორმებში. გამოაცხეთ 2 კორჟი 180 გრადუსზე 25 წუთი.

6.კორჟი ცხობისას არ ამოფუვდება. გაგრილებულ კორჟს წაუსვით ნახევარზე ნაკლები კრემი, დააფარეთ მეორე ფირფიტა და დაფარეთ კრემით. მოხალული ნუშის ფანტელებით გააფორმეთ. შეინახეთ მაცივარში 60 წუთი.

7.მზად არის!

გემრიელად მიირთვით!