შაქარლამა – ძალიან მარტივი და გემრიელი ტკბილეული

4706

შაქარლამა აღმოსავლური დესერტია, რომელიც საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. როგორც იოსებ გრიშაშვილი წერს, ის პოპულარული თბილისური ტკბილეული ყოფილა. აჭარში განსაკუთრებული წესით, სადღესასწაულოდ ამზადებენ.

ინგრედიენტები:

  • ბრინჯი (წმინდად დაფქული) – 250 გ
  • შაქრის პუდრი – 200 გ
  • კარაქი – 200 გ
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  • დაფქული ბრინჯი, შაქრის პუდრი, მარილი და ვანილი კარგად აურიეთ.
  • კარაქი გათეთრებამდე ათქვიფეთ და ბრინჯისა და შაქრის ნაზავს შეურიეთ. დიდხანს ზილეთ ხელით, დაახლოებით 30-40 წუთს.
  • მოზელის დასრულების შემდეგ ცომი დაანაწევრეთ პატარა ულუფებად, მიეცით სასურველი ფორმა, ლანგარზე დააწყვეთ და გრილ ადგილას გამოაშრეთ.

ულუფა: 24-26 ცალი

მომზადების დრო: 50 წუთი

დონე: 1

გემრიელად მიირთვით!