ყველიანი ხინკლის რეცეპტი

2474

სულგუნი შესანიშნავად ეხამება ცომს. ხინკალი სულგუნით – ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი გამორჩეული კერძია, რომლის რეცეპტსაც დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

შიგთავსისთვის:

  • 3 ს.კ. კარაქი
  • მარილი გემოვნებით
  • 2 კვერცხის გული
  • 700 გრ სულგუნი

ცომისთვის:

  • 2,5 ჭ ფქვილი
  • 1 ჭ წყალი
  • 1 მწ მარილი

მომზადება

  1. ფქვილი, წყალი და მარილი შეურიეთ და მოზილეთ ცომი. დადგით 15 წუთით.
  2. გახეხეთ ყველი, დაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ცომს კვერცხის გულთან და მარილთან. კარგად მოურიეთ.
  3. დაყავით ცომი 4 ნაწილად. ყოველისგან დაახვიეთ ჟგუტები, დაჭერით 3 სმ დიამეტრის ნაჭრებად.
  4. გააბრტყელეთ ყოველი ნაჭერი, მოათავსეთ ყოველში თითო ს.კ. შიგთავსი.
  5. შეახვიეთ ხინკლები, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში წამოდუღების შემდეგ. მიირთვით კარაქთან.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!