კურაბიე ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ორცხობილაა, რომელიც დღემდე მიყვარს.
მის მომზადებას სულ რაღაც 15 წუთი ვანდომებ. მე დღეს, ჩემს საფირმო რეცეპტს გაგიზიარებთ!
ინგრედიენტები
- 140გ ფქვილი
- 1 ცილა
- 90გ რბილი კარაქი
- 55გ შაქრის ფხვნილი
- 10გ ვანილი
- 2 სუფრის კოვზი სქელი ჯემი
- მწიკვი მარილი
მომზადება
1.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კარაქი, მარილი, ვანილი, შაქრის ფხვნილი.
2.დაუმატეთ კვერცხის ცილა და ათქვიფეთ მიქსერით დამატებით 1-2 წუთი.
მოაყარეთ ფქვილი და გააგრძელეთ თქვეფა.
3.ცომი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში ვარსკვლავის თავით. პერგამენტის ქაღალდზე გამოიყვანეთ ორცხობილის ფორმები.
4.ცენრტში მოათავსეთ ჯემი.
5.გამოაცხეთ 10-12 წუთი 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!