ყველაზე მარტივი ტორტი: ყველაფერი ერთ თასში აურიეთ და ღუმელში შედეთ

1850

ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტი ზამთარში მეგობრებისა და ოჯახის გასამასპინძებლად შესანიშნავად გამოგადგებათ.

დესერტს რამდენიმე წუთში მოამზადებთ, გემო კი ძალიან ნაზი გამოვა. მას სიტყვასიტყვით თვალს ვერ მოაშორებთ.

თქვენ შეგიძლიათ კაკაო დაუმატოთ, ტორტს შოკოლადი მოასხათ ან კრემი წაუსვათ – ნებისმიერ შემთხვევაში ამით უფრო გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 4 ს/კ არაჟანი
  • 4 კვერცხი
  • 400 გრ ხაჭო
  • 100 გრ ნაღები
  • 1 ჩ/კ სოდა
  • მწიკვი მარილი
  • სურვილის მიხედვით: კაკალი, ქიშმიში, ცუკატები და ა.შ.

მომზადება:

  1. თასში კვერცხი შაქართან ერთად ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. არაჟანი, ხაჭო, გამდნარი კარაქი, სოდა და მარილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  2. შემდეგ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. ფქვილი პორციებად დაუმატეთ, რომ პატარა გოროხები არ მიიღოთ.
  3. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ბისკვიტის ცომი ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით აცხვეთ.
  4. გამოცხობის შემდეგ ტორტს გაგრილება აცადეთ, ხოლო სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

თქვენ რომელი დესერტი გიყვართ?