ყველაზე ლამაზი მობრაწულა კობმოსტოსა და ლავაშისგან. ისეთი გემრიელია, სიტყვებით ვერ აღწერ

1247

უამრავი დიასახლისი მიიჩნევს, რომ სტუმრების გაოცება მხოლოდ რაიმე ეგზოტიკური კერებით შეიძლება, ამიტომ სადღესასწაულოდ გვიწევს უამრავი ინგრედიენტის შეძენა, შემდეგ სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი. თან შესაძლოა, შედეგი ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდი. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ ყველაზე გემრიელი კერძები, როგორც წესი – ყველაზე მარტივია.

დღეს ჩვენ შესანიშნავი მობრაწულას რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება ლავაშისა და კომბოსტოსგან. კერძის სურნელი ჯერ კიდევ გამოცხობისას იზიდავს. ასეთ სილამაზეს თამამად მოათავსებთ სადღესასწაულო სუფრის ცენტრში.

ინგრედიენტები

  • 600 გრ კომბოსტო
  • 1 ლავაში
  • 3 კვერცხი
  • 100 გრ არაჟანი
  • 100 გრ რძე
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • კვლიავი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოამზადეთ ინგრედიენტები: გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, კომბოსტო, გახეხეთ სტაფილო.
  2. მოთუშეთ ზეთში ხახვი, დაამატეთ სტაფილო და ერთად მოთუშეთ.
  3. დაამატეთ კომბოსტო და საშუალო ცეცხლზე განაგრძეთ მოთუშვა, სანამ კომბოსტო არ დარბილდება. დაამატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით, კარგად მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. დაჭერით თხელი ლავაში კვადრატებად. ზედაპირზე გაათანაბრეთ კომბოსტოს შიგთავსი, ფრთხილად დაახვიეთ რულეტები. დაჭერით მცირე ნაჭრებად.
  5. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, დაალაგეთ რულეტები. ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და არაჟანი, ბოლოს დაასხით რძე. მოასხით მიღებული სითხე რულეტებს.
  6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში 35 წუთით.

თუ გსურთ, შეგიძლიათ მოთუშოთ კომბოსტო სოკოსთან ან ძეხვთან, საოცრად გემრიელი გამოვა. მიირთვით კერძი ცხლად კარტოფილის პიურესთან. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!