ყველაზე ზარმაცული და სწრაფი ღვეზელი, რომელიც ხაჭაპურს ჰგავს

433

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ და ზარმაცულ ფენოვან ღვეზელს, რომლის გემოც ხაჭაპურს გაგახსენებთ. ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. სახლში მოამზადეთ, ოჯახის წევრები სათანადოდ დააფასებენ!

ინგრედიენტები:

  • 1 შეფუთვა ფენოვანი ცომი (სასურველია, უსაფუარო)
  • 300-400 გრ ყველი სულგუნი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • კამა
  • 2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

  1. შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად ცომი გაალღვეთ.
  2. მსხვილ სახეხზე სულგუნი გახეხეთ, კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ. არაჟანი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
  3. დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი კამა დაუმატეთ, კვლავ აურიეთ.
  4. ცომი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით და ერთ ნახევარზე შიგთავსი ასე მოათავსეთ: კუთხეებში თითო სანტიმეტრი დატოვეთ.
  5. ცომი შეგიძლიათ არ გააბტყელოთ, ასე უფრო ფუმფულა და ფენოვანი ღვეზელი გამოდის. თუ გააბრტყელებთ, უფრო მეტ და თხელ ღვეზელს მიიღებთ.
  6. ცომის მეორე ნახევარი დააფარეთ და კიდეები შეკარით. ცომი რულენებით შეგიძლიათ იყიდოთ, ასე უფრო გრძელი და დიდია.
  7. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ღვეზელი მოათავსეთ და ათქვეფილი კვერცხი წაუსვით.
  8. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ოქროსფერი ქერქის წარმოქმნამდე, ზუსტად 20 წუთით აცხვეთ.
  9. მზა ღვეზელი ცოტა ხნით გააგრილეთ და პორციულ ნაჭრებად დაყავით.
  10. გემრიელად მიირთვით!