ყველაზე გემრიელი მედოგი: დროით შემოწმებული რეცეპტი

3019

ტაფლის ტორტი ოჯახური რეცეპტით. ამ რეცეპტმა ატასწლეულს გაუძლო.

გამომცხვარი დესერტი გამოდის რბილი და ფაფუკი. აუცილებლად მოამზადეთ!

ინგრედიენტები

კორჟისთვის

  • ხორბლის ფქვილი 350გ
  • შაქარი 200გ
  • კარაქი 180გ
  • თაფლი 3 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 3 ცალი
  • სოდა 1,5 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • ნაღები 30% 200გ
  • არაჟანი 30% 250გ
  • შედედებული რძე 300გ

გასაფორმებლად

  • დაქუცმაცებული ნიგოზი
  • კორჟის ნაფხვენები

მომზადება

  1. ქვაბში მოათავსეთ კარაქი და თაფლი, მოაყარეთ შაქარი.
  2. დადგით ცეცხლზე (საშუალო ცეცხლზე) და განუწყვეტლივ ურიეთ. ქვაბში არსებული ყველა კომპონენტი უნდა გალღვეს.
  3. წამოადუღეთ და დაუმატეთ სოდა.
  4. მოურიეთ 30-40 წამი, გადმოირანეთ ცეცხლიდან, ისევ მოურიეთ და გაგრილებას დაელოდეთ 15 წუთი.
  5. მასას დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი (ნელ-ნელა).
  6. მოზილეთ თხელი ცომი.
  7. პერგამენტის ქაღალდს წაუსვით თხელი ცომი მართკუთხედი, დაახლოებით A 4 ზომაზე.
  8. ცომისგან უნდა შეგმნათ 5-6 მართკუთხედი.
  9. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
  10. მოაშორეთ ქაღალდი და ცხელ მდგომარეობაში გაათანაბრეთ კუთხეები.
  11. მე გამომივიდა 5 ფირფიტა და  მოსაფხვნელი მასა.
  12. მოვამზადოთ კრემი. ჯამში მოათავსეთ არაჟანი, ნაღები, შედედებული რძე და მიქსერით ათქვიფეთ 4-5 წუთი.
  13. კორჟებს წაუსვით კრემი და ააწყვეთ ტორტი.
  14. ტორტს კრემი გარედანაც წაუსვით და მოაყარეთ დაფხვნილი კორჟი.
  15. მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!