ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი ხორცის ბურთულებით

840

ზაფხულში ძალიან მსუბუქი კერძების დაგემოვნება მიყვარს. მხოლოდ პროდუქტების მხრივ არა, არამედ მარტივადაც და სწრაფადაც უნდა მზადდებოდეს. ეს სუპი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ხშირად ვიყენებ ქათმის ხორცს, საონლის ხორცს – ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ბროკოლიც ძალიან უხდება ამ კერძს.

ინგრედიენტები

  • წყალი 3ლ
  • ღორის ფარში 250გ
  • ყვავილოვანი კომბოსტო 250გ
  • კარტოფილი 250გ
  • ბრინჯი 2 სუფრის კოვზი
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ოხრახუში
  • შავი წიწაკა
  • მარილი
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი

მომზადება

1.აადუღეთ წყალი. ფარშს დაუმატეთ მარილი, წიწაკა, მიეცით ბურთულების ფორმა. მოათავსეთ ცხელ წყალში.

2.დაშალეთ ყვავილოვანი კომბოსტო. გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით. ადუღებულ წყალში მოათავსეთ კომბოსტოსთან ერთად.

3.10 წუთის შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი და მოხარშეთ 10 წუთი. ამასობაში შეწვით სტაფილო და ხახვი.

4.მოთუშული მასა დაუმატეთ სუპს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დაუმატეთ დაფნა და მოხარშეთ 5 წუთი (ამოიღეთ ფოთოლი). გააფორმეთ მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!