ყაყჩოს უნაზესი რულეტი, რომელიც დესერტების მეფეა!

600

ეს დესერტი, ჩემთვის იდეალურად ანაცვლებს ნაყიდ ტკბილეულს. რაც მისი მომზადება ვისწავლე, ბავშვები აღარ მთხოვენ მაღაზიის ტკბილეულს.

ყაყაჩოს რულეტი მარტივად გაალამაზებს თქვენ სუფრას და სტუმრებსაც მოხიბლულს დატოვებს.

დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ უგემრიელეს დესერტს. მართალია მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ ნამდვილად შთამბეჭდავი გემო აქვს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 250გ ფქვილი
  • 100მლ თბილი რძე
  • 50მლ რიაჟენკა
  • 40გ შაქარი
  • 25გ კარაქი
  • 3გ მშრალი საფუარი
  • 1 ქათმის კვერცხი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 200გ ყაყაჩო
  • 150მლ რძე
  • 50გ შაქარი
  • ქიშმიში, ნიგოზი გემოვნებით

მომზადება

1.თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი, სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. დაასვენეთ 10 წუთი.

2.ამასობაშ, ათქვიფეთ კვერცხი დარჩენილ შაქართან, მარილთან, კარაქთან და რიაჟენკასთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ ცომის მასას. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ელასტიური ცომი.

3.მზა ცომი მოათავსეთ თბილ ადგილას. დროა დავიწყოთ შიგთავის მზადება. ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთ და დადგით მოსახარშად. ეს დაახლოებით 30 წუთს წაგართმევთ, სითხე მაქსმიალურად უნდა აორთქლდეს.

4.ახლა კი ყაყაჩო დააქუცმაცეთ. აუხილებლად უნდა გამოჭნდეს თეთრი რძე. დაელოდეთ გაგრილებას, მე 1 კოვზ მურაბასაც ვამატებ უფრო მძაფრი გემოსთვის.

5.ამოსული ცომი გააბრტყელეთ, გადაანაწილეთ შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.

6.წაუსვით ათქვეფლი კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!