ღუმელში გამომცხვარი ტკბილი ქადა

3898

ქართლი საქართველოს გულია და, შესაბამისად ყველა ტრადიცია სწორედ აქ იყრის თავს. ქართლის გასტრონომიული კულტურა ყველაზე ახლოსაა კახურ-ჰერულ კულინარიულ ტრადიციებთან.

ქართლში ქადებს კეცებზე აცხობდნენ, მოგვიანებით კი მისი ღუმელში გამოცხობა დაიწყეს. გასტრონომიას რედაქცია სწორედ ამ ქადის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • ცომი
  • 1 კგ ფქვილი
  • 3 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 3 კვერცხის გული
  • 500 მლ რძე
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი

გულსართი:

  • 350 გ კარაქი ან ერბო
  • 500 გ ფქვილი
  • 600 გ შაქარი
  • 20 გ ვანილი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • გათქვეფილი კვერცხი – ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:

  1. ერბო ან კარაქი გავადნოთ სქელძირიან ქვაბში ან ტაფაზე, დავუმატოთ ფქვილი და ვზილოთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა ოდნავ ნოტიო უნდა იყოს. შეგრილებულ ქადის გულს შევურიოთ შაქარი, მარილი და დროებით გვერდზე გადავდოთ.
  2. საფუარი, მარილი, შაქარი და 2 ჭიქა ფქვილი მოვათავსოთ თასში, დავასხათ თბილი რძე და ავურიოთ. დავუმატოთ იმდენი ფქვილი, რომ სქელი არაჟნის სისქის მასა მივიღოთ და ასაფუებლად ტილოგადაფარებული დავდგათ ასაფუებლად.
  3. მზა ცომი 6 ნაწილად გავყოთ, ზედ ქადის გულსართი გადავანაწილოთ, შევკრათ ხაჭაპურივით, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.