ღრუბელივით რბილი და ფუმფულა ფუნთუშა შიგთავსით

212

ფუმფულა და ღრუბელივით რბილი ფუნთუშა, რომელსაც მოსამზადებლად ზედმეტი ზეთი არ სჭირდება, მათაც მოეწონებათ, ვისაც ცომეული და ტკბილეული არ უყვარს. ცომი და მომზადების მეთოდი უნივერსალურია, ხოლო შიგთავსი შეგიძლიათ ნებისმიერი, თქვენი გემოვნებით გამოიყენოთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ხორბლის ფქვილი
  • 3 გრ მშრალი საფუარი
  • 35 გრ შაქარი
  • 1 გრ მარილი
  • 160 გრ რძე
  • 1 კვერცხი
  • 20 გრ მცენარეული ზეთი
  • ნებისმიერი შიგთავსი (შოკოლადი, მურაბა, ჯემი, შესქელებული რძე და ა.შ.)
  • სეზამი ამოსავლებად (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

1. ფქვილი, საფუარი, შაქარი, მარილი, რძე და კვერცხი აურიეთ და ცომი მოზილეთ. მცენარეული ზეთი დაუმატეთ და ცომი კარგად ჩაზილეთ.

2. პარკი დააფარეთ და 15 საათით მაცივარში შეინახეთ. ვადის გასვლის შემდეგ ცომი ასე გამოიყურება:

3. ცომიდან ერთნაირი ზომის 12 ბურთი გააკეთეთ.

4. ცომის ფირფიტები გააბრტყელეთ, ნებისმიერი შიგთავსი დაუმატეთ და დაახვიეთ.

5. სულ 12 ცალი გამოვა. სურვილის შემთხვევაში, სეზამის თესლში ამოავლეთ.

6. პარკი დააფარეთ და 40 წუთით ოთახის ტემპერატურაზე ასაფუებლად გააჩერეთ.

7. ფუნთუშები 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

მარტივი და ფუმფულა ფუნთუშები ზედმეტი ზეთის გარეშე მზადაა.

გემრიელად მიირთვით!