ქათმის ჩახოხბილი პამიდვრით – დიდებული ქართული კერძი

2898

არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს უგემრიელესი ქართული კერძი არ უყვარს… ეს კერძი ხომ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი – ნამდვილად საუცხოოდ ჟღერს ისევე, როგორც მისი არაჩვეულებრივი გემო! სიამოვნებით შემოგთავზებთ ამ დიდებული კერძის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • ქათამი, ვარიან ან წიწილა  – ერთი ცალი
  • ხახვი – 300-400 გრამი
  • კარაქი ან ერბო – 80-100 გრამი
  • პამიდორი – 800-1000 გრამი
  • მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული, ცივ წყალში გარეცხილი ფრინველი ასო-ასო დაჭერით, გარეცხეთ და გადაიტანეთ თუშფალანგზე, რომ წყლიდან დაიწრიტოს, მერე მოათავსეთ ქვაბში, დაახურეთ ქვაბს სახურავი, დადგით ცეცხლზე და ცოტა ხანს შუშეთ.
  2. გასუფთავებული, გარეცხილი ხახვი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ მოშუშულფრინველიან ქვაბში, დაუმატეთ კარაქი ან ერბო და ერთად მოხრაკეთ.
  3. გარეცხილი პამიდორი დაჭერით, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ჩაასხით მოხრაკულფრინველიან ქვაბში და ხარშეთ 20-25 წუთი.
  4. თუ გსურთ, ფრინველის ხორცს მოშუშვის დროს დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა და წვრილად დაჭრილი სხვადასხვა სახის მწვანილი.
  5. ახალი პამიდვრის მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ 1/2 ჩაის ჭიქა წყალში არეული 3/4 ჩაის ჭიქა პამიდვრის პიურე.