ქათმის რულეტი – ჩვეულ რულეტებზე უფრო გემრიელი და ჯანსაღი კერძი

2262

ეს რულეტი ძეხვეულის ტრადიციულ  რულეტზე გაცილებით მსუბუქი და ჯანსაღი  საკვებია. მიირთვით ახალგამომცხვარი, ან სუფრაზე მიტანის წინ შეათბეთ  ჰაერღუმელში.

ინგრედიენტები: 

  • 2 ქათმის ხორცი
  • 1 კბილი ნიორი
  • 4 ნაჭერი შაშხი
  • 4 მზეზე გამომშრალი პამიდვრის კონსერვი
  • 3 ს/კ ქორფა ქინძი
  • 1 ს/კ ხმელი ძირა
  • მარილი, შავი პილპილი
  • 400 გ (1 შეკვრა) ფენოვანი ცომის მზა ხვეულა
  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ სეზამის თესლი

მომზადების წესი:

  1. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. თუნუქის ფურცელი მოამზადეთ.
  2. ქათმის კანგაცლილი ხორცი და ნიორი სამზარეულოს კომბაინში წვრილად დაჭერით, დაუმატეთ კანმოცლილი შაშხი, დაჭრილი პამიდორი, ქინძი და ძირა. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. კომბაინშივე კარგად აურიეთ.
  3. სამუშაო ზედაპირს მცირეოდენი ფქვილი მოაყარეთ და ზედ ცომის ხვეულა გაშალეთ, სიგრძეზე გაჭერით. შუა ნაწილში, წიწილიანი მასის ნახევარი მოათავსეთ, ცომი გადაახვიეთ და ბოლოებს თავი მჭიდროდ მოუკარით. რულეტი, ბასრი დანით, 2,5 სმ-იან რგოლებად დაჭერით. ცომის მეორე ნაწილითაც ასეთივე რულეტი დაამზადეთ და დაჭერით.
  4. ნაჭრები თუნუქის ფურცელზე თანაბრად განალაგეთ.
  5. სამზარეულოს ფუნჯით კვერცხის  გული გადაუსვით და სეზამის მარცვლები მოაყარეთ.
  6. აცხვეთ 20-25 წთ, ვიდრე ოქროსფერ-ყავისფრად შეიფერება. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.