ქათმის ბარკლები ფენოვანი ცომით

642

ახლა ძალიან რთულია სტუმრის კერძით გაკვირვება. მითუმეტეს თუ მენიუში ქათამი გაქვთ. მე მაქვს საოცარი იდეა – ქათმის ბარკლები ცომით იდეალური ვარიანტი იქნება!

ამ სახის პრეზენტაცია სარესტორნო კერძის შთაბეჭდილებას ტოვებს. გაფორმება კი სოლიდურს ხდის.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 6 ცალი
  • კეფირი 150-200მლ
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ძირა 0,3 ჩაის კოვზი
  • სიმინდის ფქვილი 4-5 სუფრის კოვზი
  • ფენოვანი საფუარიანი ცომი 250გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.გარეცხეთ ბარკლები, დანით გაასუფთავეთ ძვალი.

2.ჯამში მოათავსეთ სანელებლები, დაუმატეთ მარილი, კეფირი და კარგად მოურიეთ.

3.ხორცი მოათავსეთ მარინადში, მოურიეთ ხელით, რათა სოუსმა დაფაროს ბარკლები. მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

4.ხორცი ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

5.ცომი გაყავით 6 ნაწილად. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. თითოეულის ცენტრში დააფიქსირეთ ბარკალი.

6.ძვალი შეფუთეთ ფოლგაში, ცომს წაუსვით კვერცხი. გამოაცხეთ 20 წუთი 160 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!