ფხვიერი ორცხობილა პუდინგით

29

სტუმრების გაოცება თუ გინდათ, მაშინ ეს რეცეპტი არ უნდა გამოტოვოთ. ფხვიერი ორცხობილა მზადდება უმარტივესად და უსწრაფესად.

ზაფხულში მე ხილით და კენკრით ვაფორმებ. თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით გააფორმოთ და გაალამაზოთ.

ინგრედიენტები

  • რძე 1ლ
  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • შქარი
  • შაქრის ფხვნილი
  • ვანილის პუდინგი 120გ
  • კარაქი 200გ
  • კვერცხის გული 4 ცალი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩასი კოვზი
  • ვანლის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.გაცერით ფქვილი შაქრის ფხვნილთან და გამაფხვიერებელთან ერთად. დაუმატეთ დაჭყლეტილი ცივი კარაქი, 2 კვერცხის გული და არაჟანი. მოზილეთ ცომი.

2.მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად. გადაახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 1,5 საათი.

3.საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. გაყინული ცომის ერთი ნაწილი გახეხეთ. თითებით დააფიქსირეთ გახეხილი ცომი ფორმაში. გამოაცხვეთ 15-18 წუთი 180 გრადუსზე.

4.გაცერით მშრალი პუდინგი, გახსენით 250მლ რძეში და დაუმატეთ დარჩენილი კვერცხის გული. დარჩენილი რძე გააცხელეთ ვანილთან და შაქართან ერთად.

5.გადმოიტანეთ მასა ცეცხლიდან, მოურიეთ, მოასხით ფორმაში არსებულ დესერტს.

6.დარჩენილი ცომი ზემოდან მოახეხეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!