ფხვიერი ნამცხვარი „სოკო“: გემრიელი ტკბილეული ბავშვობიდან

305

ამ ფხვიერი ნამცხვრის გემო ბავშვობიდან ბევრს ახსოვს. ტკბილეული ძალიან ნაზი და არომატული გამოდის და ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილი სოკო.

Gastronomia.ge-ს რედაქცია ამ ნაცნობი ფხვიერი ნამცხვრის რეცეპტს გთავაზობთ, რომელსაც დამწყებიც გაუმკლავდება. ჩაიზე მისაყოლებლად უბრალოდ იდეალურია. ასეთი ნამცხვრით ბავშვებიც აღფრთოვანდებიან.

ინგრედიენტები:

  • 100 გრ კარაქი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 4 კვერცხი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 2,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 7 ს/კ ცხიმიანი ნაღები
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • ზუსტად 200 გრ შაქრის ფხვნილი
  • ყაყაჩო

მომზადების წესი:

  1. კარაქს შაქარი, კვერცხი (ერთი კვერცხის ცილა შეინახეთ), არაჟანი, სოდა და ჩამქრალი ძმარი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. მიღებულ მასას გაცრილი ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. პარკში გადაიტანეთ და 1-1,5 საათით მაცივარში შეინახეთ. შემდეგ გამოიღეთ და ცომი ორ ნაწილად გაყავით.
  3. ცომის ერთი ნაწილიდან ქუდები გააკეთეთ, მეორეთი სოკოს ფეხი. ქუდებისთვის ცომი ერთნაირი ზომის ნაჭრებად დაყავით და მრგვალი ბურთები გააკეთეთ. დათვალეთ ქუდების რაოდენობა და ამდენივე, ოვალური ფორმის ფეხი გააკეთეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ქუდებს ხელისგულით ოდნავ დააჭირეთ. ფეხებზე საჭირო არაა. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ.
  4. თბილ ქუდებზე ქვედა მხრიდან დანით ჩაღრმავება გააკეთეთ. აქ სოკოს ფეხი დაამაგრეთ.
  5. გადადებული კვერცხის ცილა შაქრის ფხვნილთან ერთად ათქვიფეთ. სქელი ჭიქური უნდა მიიღოთ. ამ ჭიქურით ქუდის ორმო ამოავსეთ და ფეხი დაამაგრეთ. ცოტა გაშრობა აცადეთ, ნამცხვარი ფეხით ზემოთ დააწყვეთ. დარჩენილი გამაგრებული ჭიქური ცოტა წყალში გააზავეთ და მზა სოკოს ფეხზე წაუსვით. ხოლო ფეხის ბოლო ყაყაჩოს თესლში ამოავლეთ. ახლა გამაგრება აცადეთ.
  6. შოკოლადი და ნაღები აურიეთ, წყლის ორთქლზე დადგით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. შოკოლადის მასაში ქუდები შეღებეთ და თეფშზე გასამაგრებლად დააწყვეთ.
  7. როცა ფხვიერი ნამცხვარი გამაგრდება, შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ! გემრიელად მიირთვით!