ფქვილის გარეშე: თხელი ბლინები ხაჭოს შიგთავსით

930

არომატული, მოწითალო, გემოთი გაჯერებული, ქაღალდივით თხელი ბლინის ფენები და საოცარი ხაჭოს შიგთავსი. შეუდარებელი კომბინაციაა, რომლის გასინჯვის შემდეგ მივხვდი, რომ ბლინებს მთელი ცხოვრება არასწორად ვამზადებდი.

ამ რეცეპტში ფქვილის ნაცვლად სახამებელს ვიყენებთ, შიგთავსად – ხაჭოს, შაქრის და კვერცხის გულის ნარევს. თხელი ბლინის მომზადების ზოგიერთი ვარიანტი კვერცხის გულის ნაცვლად მთელი კვერცხის გამოყენებას ითვალისწინებს.

ინგრედიენტები:

  • 10 კვერცხი
  • 500 გ სახამებელი
  • 5 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 1 კგ ხაჭო
  • 3 კვერცხის გული
  • 1 ლ რძე
  • 10 ს/კ შაქარი
  • 200 გრ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. სახამებელი გაცერით.

2. კვერცხი 5 ს/კ შაქართან ერთად ათქვიფეთ, რძე და მზესუმზირას ზეთი ჩაასხით. ინგრედიენტებს კარგად აურიეთ.

3. სახამებელი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

4. ტაფა გააცხელეთ და ბლინები ორივე მხრიდან შეწვით.

5. ხაჭო, დარჩენილი შაქარი და კვერცხის გული აურიეთ.

6. ხაჭოს შიგთავსი ბლინის ფენას დაუმატეთ, დაახვიეთ, კუთხეები შიგნით დამალეთ.

7. ბლინები საცხობ ფორმაში გადაიტანეთ, გამდნარი კარაქი მოასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით აცხვეთ.

თხელი ბლინების მთავარი ხიბლი გამდნარი კარაქია. ასეთი მეთოდით მომზადებული ბლინი შეწითლებული, არომატული და კარაქიანი ხდება. გიყვართ ბლინების ცხობა? რომელ შიგთავს ანიჭებთ უპირატესობას?