ფორთოხლის ორცხობილები – საგაზაფხულო არომატი!

811

ბავშვობაში ძალიან ხშირად ვეხმარებოდი დედას სამზარეულოში. ძალიან მომწონდა დესერტების მომზადება და გაფორმება. ფორთოხლის ორცხობილები ჩემი ფავორიტი ტკბილეულია დღემდე, რომელსაც ჩემს შვილებს ხშირად ვუმზადებ. ფორთოხალი ძალიან არომატული და სასარგებლო ციტრუსია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • რძე 150მლ
  • მზესუმზირის ზეთი 120მლ
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • შაქარი 120გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • მარილი

ინგრედიენტები

1.კარგად გარეცხეთ ფორთოხალი, მოაშორეთ ცედრა. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ რძე, ზეთი, მარილი და ცედრა.

2.მოზილეთ ცომი, მიეცით ძეხვის ფორმა, დაჭერით 2სმ ნაჭრებად.

3.ორცხობილები ამოავლეთ შაქარში და გადაანაწილეთ საცხობ ფორმაზე.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი. გააგრილეთ დესერტი და დაასვენეთ 1-1,5 საათი.

გემრიელად მიირთვით!