,,ფილადელფიის” როლები – მომზადების 5 მარტივი ნაბიჯი

2533

იაპონური სუშის როლები ძალიან დაბალ კალორიული პროდუქტია. ის შეიცავს ძალიან ცოტა ცხიმს და მდიდარია ცილებით, მინერალებით, იოდით და ამინომჟავებით.

იმისათვის, რომ გემრიელი სუში მიირთვათ, იაპონიაში წასვლა საჭირო არ არის. შეგიძლიათ ის საკუთარ სახლში მოამზადოთ. მაგალითად, სუპერ პოპულარული ,,ფილაფელფია,” რომელმაც მთელი მსოფლიოს გული დაიპყრო.

მასალები:

  • ბრინჯის ძმარი – 20 მლ
  • ნორის ფურცელი 1 ც.
  • ყველი ფილადელფია – 150 გ
  • ორაგული – 150 გრ
  • ბრინჯი – 200 გ

მომზადება:
1. გარეცხეთ ბრინჯი ცივი წყლით, დაახლოებით 6-7 ჯერ მანამ, სანამ წყალი მთლიანად გამჭვირვალე არ გახდება. ჩაყარეთ ბრინჯი ჯამში და ჩაასხით წყალი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში (ტენიანობის სრული აორთქლების გარეშე). ბრინჯი არ გააჩეროთ ცეცხლზე 20 წუთზე მეტხანს.

2. ბრინჯს გადააფარეთ შესაბამისი ბამბუკის გადასაფარებელი. თუ ეს არ გაქვთ, შეგიძლიათ პირსახოცი გამოიყენოთ.

3. ბრინჯი გადაიტანეთ ნორის ფურცელზე და შუაში მოათავსეთ ყველი ,,ფილადელფია”.

4. ორაგული ან ნებისმიერი სხვა წითელი თევზი დაჭერით თანაბარი ნაჭრებით და დააწყეთ ისე, რომ ყველა სხვა ინგრედიენტი გადაფაროს. გაიმეორეთ იმავე თანმიმდევრობით დარჩენილი ინგრედიენტებით.

5. მოათავსეთ “ფილადელფია” საჭრელ დაფაზე და დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებათ სველი, მჭრელი დანით. თქვენ შეგიძლიათ ზედ მოაყაროთ სეზანის მარცვლები ან ხიზილალა. მიირთვით სოიოს სოუსთან ერთად.