ფაფუკი, ჰაეროვანი და უგემრიელესი “ზებრა” მანანის ბურღულისგან

4704

მანანის ბურღულის ცომის ნამცხვრები დიასახლისებმა დიდი ხანია სათანადოდ შეაფასეს. ცომეული მაღალი, ფაფუკი და ფხვიერი გამოდის.

დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივი ნამცხვრის რეცეპტს მანანის ბურღულისა და კეფირის ცომისგან. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი – ეფექტური ზოლებია, რომელიც ზებრას გაგონებს. ეს ნამცხვარი ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მოიძებნება ისეთებიც, რომლისთვისაც ის აღმოჩენა გახდება.

ინგრედიენტები

  • 1 ჭ მანანის ბურღული
  • 1 ჭ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჭ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 ჭ კეფირი
  • 3 ს.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 90 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 1 მწ ვანილინი

მომზადება

1. თასში ჩაასხით კეფირი, დაამატეთ სოდა და მანანის ბურღული, მოურიეთ და დატოვეთ 20-30 წუთით. დარბილებულ კარაქს შეასრისეთ შაქარი, ვანილი, დაუმატეთ კვერცხები, შეურიეთ კეფირის მასას. გაყავით ცომი ორ ნაწილად, ერთს დაუმატეთ კაკაო.

2. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, დაასხით ცომები რიგ-რიგობით. კბილის ჩხირით შეგიძლიათ ობობას ქსელი შექმნათ.

3. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით.

რჩევა: მოასხით ნამცხვარს შოკოლადის მინანქარი ან კენკრის სიროფი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ წაუსვათ ნაღების კრემი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!