ფარშირებული „გოჭი“ ერთი გრამი ღორის ხორცის გარეშე

1694

ყოველ დიასახლისს სურს, სადღესასწაულო სუფრა განსხვავებული იყოს. სწორედ ამიტომ, ისინი ჩვეულ კერძებს ფორმას უცვლიან და ორიგინალურად ამზადებენ. დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ ღვეზელი „გოჭი“ თევზით და კომბოსტოთი, რომელიც სტანდარტულ ბუტერბროდებს ჩაანაცვლებს და საახალწლო სუფრის მთავარი კერძი გახდება.

ინგრედიენტები

  • 250 გრ თეთრი თევზის ფილე
  • 300 გრ ფვილი
  • 200 გრ კომბოსტო
  • 100 გრ სტაფილო
  • 100 გრ ხახვი
  • 100 მლ წყალი
  • 100 მლ რძე
  • 1 ჩ.კ. საფუარის ფხვნილი
  • 50 გრ ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი, მარილი, დაასხით თბილი რძე, წყალი და 25 გრ კარაქი. მოზილეთ მყარი ცომი და დადგით თბილ ადგილას 40-45 წუთით.

2. წვრილად დაჭერით კომბოსტო, სტაფილო, ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. დაჭერით თევზის ფილე მცირე კუბებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

3. ზეთში მოთუშეთ ბოსტნეული, დაამატეთ თევზი, ურიეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ გააცივეთ.

4. ამოსული ცომი გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე, დაიტოვეთ პატარა ნაწილი მოსართავად. მოათავსეთ ცომზე შიგთავსი, შექმენით ოვალური ფორმა და კარგად მოუჭირეთ კუთხეებს.

5. მოათავსეთ „გოჭი“  პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე, გაუკეთეთ ყურები, დინგი, კუდი, თვალები (შავი პილპილისგან). დაყავით ცომი ორ ნაწილად – ფრთხილად გადააბით კულინარიული ძაფით – ამგვარად თავი და ტანი გამოეყოფა ერთმანეთს. დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ ცომი 20 წუთით თბილ ადგილას, შემდეგ წაუსვით რძე.

6. გამოაცხვეთ ღვეზელი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. მზა კერძი გააცივეთ და მიართვით სუფრაზე.

ასეთი ღვეზელი სადღესასწაულოდაც შესანიშნავია და ჩვეულებრივ დღესაც. ფაფუკი ცომისა და გემრიელი შიგთავსის წყალობით, ის ძალიან გემრიელი გამოდის. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!