უცხიმო, გემრიელი ფუნთუშები მოხარშული კრემის შიგთავსით

1254

თუ გსურთ რამის გამოცხობა, მაგრამ ღუმელი არ მუშაობს, შეგიძლიათ სასურველი დესერტი ტაფაზე მოამზადოთ. გთავაზობთ უგემრიელესი ფუნთუშას რეცეპტს, მოხარშული კრემის შიგთავსით. თუ მას სწორად მოამზადებთ, ფუნთუშები ფაფუკი და რბილი გამოვა. მას ვერაფრით განასხვავებთ ჩვეულებრივი, ღუმელში გამომცხვარი ღვეზელებისგან.

ტაფაზე მომზადებული ფუნთუშა

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 3 ც კვერცხის გული
  • 50 გრ შაქარი
  • 20 გრ ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 15 გრ კარაქი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 380 გრ ფქვილი
  • 60 გრ შაქარი
  • 5 გრ მარილი
  • 5 გრ მშრალი საფუარი
  • 60 მლ თბილი წყალი
  • 80 მლ თბილი რძე
  • 40 გრ კარაქი
  • 2 ც კვერცხი

მომზადების წესი

1. თავდაპირველად მოამზადეთ კრემი. გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. აურიეთ ფქვილი, შაქარი და კვერცხის გული. შეურიეთ ქვაბში რძე და კარაქი და გაათბეთ დაბალ ცეცხლზე.

ყველაფერი ერთად აურიეთ. მიღებული ნაზავი კვლავ დადგით ქურაზე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მოურიეთ მანამ, სანამ ნაზავი არ მიიღებს კრემის კონსისტენციას.

2. მოამზადეთ ცომი. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ შაქარი, მარილი და საფუარი. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, რძე და მდუღარე წყალი. მოცემული ინგრედიენტებისგან უნდა გამოგივიდეთ რბილი ცომი, ხელზე მსუბუქად რომ ეწებებოდეს. შეფუთეთ იგი საკვები ცელოფანით და მოათავსეთ თბილ ადგილას. აცადეთ, სანამ კარგად აფუვდება.

3. დაყავით ცომი მცირე ზომის ნაჭრებად. თითოეული ბურთივით დაამრგვალეთ, შეფუთეთ საკვებ ცელოფანში და გააჩერეთ 15 წუთი.

4. ცომის თითოეულ ბურთულას მიეცით ფუნთუშას ფორმა. ფუნთუშას შუაგულში მოათავსეთ 2 ჩ.კ. მოხარშული კრემი, გადაკეცეთ ორჯერ და შეაწებეთ კუთხეები.

5. გამოცხობამდე, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გააჩეროთ ფუნთუშები 20 წუთით, ასე ფუნთუშა უფრო ჰაეროვანი გამოვა. შემდეგ კი მოამზადეთ იგი ცხიმის გარეშე, ისეთ ტაფაზე, რომელიც არ იკრობს. დაახურეთ სახურავი და კარგად შეწვით ორივე მხარეს.

ტაფაზე მომზადებული ტკბილი ფუნთუშები ძალიან გემრიელია და ბავშვებსაც ძალიან უყვართ, განსაკუთრებით რძესთან ან კაკაოსთან ერთად.