უშაქრო დესერტი მათთვის, ვისაც ღამე ჭამა უყვარს

1006

ნამცხვარი შაქრის გარეშე

ამ რეცეპტის წაკითხვის შემდეგ, 5 წუთში მოვიმარჯვე საჭირო ინგრედიენტები და სამზარეულოსკენ გავეშურე. ეს ნამდვილად იდეალური რცეპტია!

ინგრედიენტები

  • 1 ვაშლი
  • 2 კვერცხი
  • 3 ფინიკი
  • 6 სუფრის კოვზი ნუშის ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი ქოქოსი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადება

1.გახეხეთ მჟავე ვაშლი.

2.ფინიკს მოაშორეთ კურკა და დაჭერით.

3.ღრმა ჯამში მოათავსეთ 2 კვერცხი, ფინიკი, ვაშლი და ნუშის ფქვილი.

4.დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ქოქოსი. მოურიეთ.

5.ფორმას წაუვსით ცხიმი და მოათავსეთ ცომი. შეგიძლიათ მოაყაროთ ნუშის ფანტელები.

6.გამოაცხთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!