უნიკალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტი ვიპოვე, აი ისიც!

5960

გახსოვთ ის ტკბილი ფუნთუშები, რომელთაც სკოლის ან უნივერსიტეტის დახლებზე ვყიდულობდით და რომელთაც ხშირად ჩვენი ბებიები აცხობდნენ?

ის დაუვიწყარი გრძნობა კვლავ რომ განიცადოთ, ჩვენ ბედნიერები დღეების ორიგინალური რეცეპტი აღვადგინეთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 600 გრ ფქვილი
  • 1 პაკეტი მშრალი საფუარი
  • 250 მლ რძე
  • 4 კვერცხის გული
  • 100 გრ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • მწიკვი მარილი

მოსართავად:

  • 1 კვერცხის გული
  • 2 ს/კ რძე

რა გავაკეთოთ?

  1. თბილ რძეში საფუარი გახსენით, 1-2 ს/კ შაქარი და 1-2 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თბილ ადგილას 15 წუთით გააჩერეთ.
  2. ფქვილი მოაყარეთ. ცომი მოზილეთ, ცომი რბილი უნდა იყოს და ხელებზე არ ეკვროდეს.
  3. თასს კარაქი წაუსვით და მზა ცომი იქ ჩადეთ. ცომის თასი თბილ ადგილას დადგით და ოდნავ ამოსვლა აცადეთ.
  4. როცა ცომი მზად იქნება, მცირე ზომის ნაწილებად დაყავით და ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებით საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
  5. საცხობი ფორმა ფუნთუშებით თბილ ადგილას დადგით. კიდევ ოდნავ უნდა ამოვიდეს.
  6. კვერცხის გულის და რძის ნარევი ზემოდან წაუსვით.
  7. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ (თუმცა ყველაფერი თქვენს ღუმელზე არის დამოკიდებული, ასე რომ პროცედურას თვალი ადევნეთ).

ახლა კი ისიამოვნეთ! გემრიელად მიირთვით!