შოკოლადის უგემრიელესი ნამცხვარი კარაქზე

1144
chocolate cake with layers of chocolate mousse

უგემრიელესი დესერტების სახლში მომზადება, არც ისე მარტივი საქმეა. ყველა ადამიანს თავისი კულინარიული ხედვა გააჩნია, რომელსაც ის უპირველეს ყოვლისა ანიჭებს უპირატესობას. მამაკაცებს უყვართ ნაკლებად ტკბილი, ხოლო ქალბატონები თავის ფიგურას უფრთხილდებიან და “მხოლოდ ერთ ნაჭერს სინჯავენ”, ბავშვებს ძალიან მოსწონთ მარტივად და სწრაფად მზადებადი დესერტები.

ერთ კულინარიულ საიდუმლოს გაგიმხელთ: ყველას უყვარ შოკოლადი, რაც მეტია ის მით უკეთესია! სწორედ დღეს უნდა გაგიზიროთ შავი შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტი, რომელიც სულ რაღაც 30 წუთში მზადდება.

შოკოლადის დესერტი

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 100გ შაქარი
  • 125გ კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 50გ ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი ოთახის ტემპერატურის რძე
  • 70მლ ცხელი რძე
  • 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
  • 100გ შავი შოკოლადი

მომზადება

1.გაალღვეთ კარაქი. შემდეგ შეაერთეთ ყველა ინგრედიენტი (გარდა ცხელი შოკოლადისა და შოკოლადისა) და ათქვიფეთ ერთვაროვენი მასის მიღებამდე.

2.აიღეთ საშუალო ზომის ფორმა და ამოფინეთ პერგამენტით. მასში ჩაასხით მიღებული მასა. აიღეთ დიდი ფორმა და მასში მოათავსეთ პატარა ფორმა, რომელიც სავსეა მასით. ჩაასხით ცოტა ცხელი წყალი დიდ ფორმაში.

3.ღუმელი გაახურეთ 170 გრადუსზე და დესერტი გამოაცხვეთ 30-35 წუთი. თუ ბისკვიტს ქარალდი მარტივად შორდება ესეიგი გამომცხვარია.

4.გააგრილეთ ბისკვიტი და დაჭერით 4 ნაწილად მანამ, სანამ ოდნავ თბილია.

5.გაალღვეთ შოკოალდი და დაუმატეთ ცხელი რძე. მოურიეთ. თითოეულ ბისკვიტს ყველა მხრიდან წაუსვით შოკოლადი. მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათი.

6.ბისკვიტი დაჭერით ულუფებად. შეგიძლიათ ააწყოთ ფირფიტები.

განვითარებული ტექნოლოგიებით და საჭირო ცოდნით ძალიან მარტივი ხდება დახვეწილი დესერტების სახლის პირობებში ძალიან მარტივად მომზადება. ადრე ასეთი დესერტის მომზადებას ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა ესაჭიროებოდა. ახლა კი მხოლოდ ბლენდერის გარეცხვა მოგიწევთ, მაგრამ სწორედ ამისთვის გამოიგონეს ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

მოამზადეთ და არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს ჩვენთან ერთად. გემრიელად მიირთვით!