უგემრიელესი ყავის ჩიზქეიქი გამოცხობის გარეშე

1565

ეს ცნობილი დესერტი სხვადასხვა კულტურის გვირგვინი გახლავთ. კლასიკურ ჩიზქეიქს “ნიუ-იორკს” ყველაზე ხშირად უკვეთავენ რესტორნებსა და საკონდიტრო მაღაზიებში, რადგან მისი დელიკატური გემო ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას შეესაბამება. ასეთ დესერტებს ხშირად კენკრით, ჟელეთი ან შოკოლადით აცხობენ. ზოგიერთი მოხერხებული დიასახლისი კი ჩიზქეიქს გამოცხობის გარეშე ამზადებს.

ჩვენი დღევანდელი რეცეპტი განსაკუთრებით მოეწონებათ ყავის მოყვარულებს. მოსამზადებლად ძალიან მარტივ და წარმოუდგენლად გემრიელ ჩიზქეიქს არ სჭირდება გამოცხობა. მისი მომზადება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, იგი აუცილებლად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ორცხობილა
  • 200 მლ რძე
  • 700 გრ ყველი რიკოტა
  • 200 გრ შაქარი
  • მწიკვით ვანილი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • 4 ს.კ. კარაქი
  • 1 შეფუთვა ჟელატინი
  • 250 გრ არაჟანი
  • 30 მლ ყავა
  • 2 ჭიქა ათქვეფილი ნაღები

მომზადების წესი

1. პირველ რიგში მოამზადეთ დესერტის ფუძე. მიქსერით დაანამცეცეთ ორცხობილა გამდნარ კარაქთან ერთად. გადაიტანეთ ნაზავი მრგვალ საცხობ ფორმაში და მთელს სივრცეზე თანაბრად გადაანაწილეთ. შეინახეთ საცხობი ფორმა საყინულეში.

2. რძეში გახსენით ჟელატინი მის შეფუთვაზე არსებული ინსტრუქციის მიხედვით. მოურიეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შემდეგ გაათბეთ ცეცხლზე, რომ ჟელატინი გადნეს და დაელოდეთ, სანამ გაცივდება.

3. ამ დროის განმავლობაში ათქვიფეთ რიკოტა არაჟანთან, შაქართან და ვანილთან ერთად. შემდეგ თანდათან დაუმატეთ რძიანი ნაზავი და ყავა (ესპრესო). მიღებული ნაზავი დაასხით ორცხობილისგან მომზადებულ ფუძეს და შეინახეთ მაცივარში 4 საათით.

4. მზა ათქვეფილი ნაღები გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. უკვე მზა დესერტი გააფორმეთ ნაღებით თქვენთვის სასურველი ფორმებით. ზემოდან შეგიძლიათ დარიჩინი მოაყაროთ.

სულ ესაა, უგემრიელესი ყავის დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!