უგემრიელესი ტორტი “ჟოლოს საჩუქარი”

721

ძელეს დესერტების ნამდვილი ფანი ვარ, ამიტომაც მათ ძალიან ხშირად ვამზადებ.

ნაღების დესერტი საოცრად ნაზია, ჟოლო ძალიან უხდება. თქვენ შეგიძლიათ კენკრა და ხილი შეცვალოთ თქვენი გემოვნებით.

ინგრედიენტები

  • ჟოლო 400გ
  • ჟოლოს ჟელე 90გ
  • ნაღები 500მლ
  • შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი
  • ჟელატინი 3 ჩაის კოვზი
  • წყალი 460მლ

მომზადება

1.ჟელე გაალღვეთ 400მლ ცხელ წყალში და დაელოდეთ გაგრილებას. პატარა ჯამი შეახვიეთ პაკეტში. მოათავსეთ 300გ ჟოლო და მოასხით ჟელე. შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

2.ჟელატინი გაალღვეთ 60მლ წყალში, ათქვიფეთ მიქსერით 30% ნაღები შაქრის ფხვნილთან ერთად.

3.გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ. ჯამში არსებული ჟელე გადმოაბრუნეთ, მოათავსეთ ფორმაში.

4.მოასხით ნაღები და შეინახეთ მაცივარში 10 საათი.

გემრიელად მიირთვით!